გიორგი II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის წაშლა: ru:Георгий II
No edit summary
ხაზი 28:
}}
 
'''გიორგი II''', [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[1565]]-[[1583]], [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, [[გიორგი II გურიელი|გურიელს]] დაუმოყვრდა. [[ლევან I დადიანი|ლევან I დადიანმა]] გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის [[ხოსრო ბატონიშვილი]]ს გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა. ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური [[ვარაზ ჭილაძე]]ც. [[1565]] იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და [[საჯავახო]] დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. [[1578]] მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალაფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.
==ლიტერატურა==
* ''სოსელია ო.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 159, თბ., 1978