ძირტკბილა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ენარჯილისი|ენარჯილისი]]|2=2013 წლის 16 თებერვალი}}
 
ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra) — მრავალწლოვანი ბალახოვანი [[მცენარე]] [[პარკოსანთა ოჯახი]]სა. აქვს კენტფრთისებრი [[ფოთოლი]], [[ფესურა]], იისფერი [[ყვავილი]], [[ნაყოფი]] _ პარკი, რომელშიც 1-8 [[თესლი]]ა. გავრცელებულია უმთავრესად [[სტეპი]]ს, [[ნახევრადუდაბნონახევრად-უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში. ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს [[გლიკოზიდები|გლიკოზიდებს]], [[საქაროზა]]ს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ [[თივა]]დ და სილოსად. 100 [[კილოგრამი]] თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ [[მედიცინა]]ში, აგრეთვე [[ლუდის წარმოება]]ში, [[კულინარია]]ში, [[საკონდიტრო საქმე]]ში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 [[ჰექტარი]] ძირტკბილას კარგი [[შალდამი]]დან შეიძლება 10-20 [[ტონა]] მზა [[ნედლეული]]ს მიღება.
 
==ლიტერატურა==