სელიმ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying sk:Selim I to sk:Selim I.
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Selim I.jpg|thumb|200px|სელიმ I]]
'''სელიმ I იავუზი''' (Selim I Yavuz) (დ. [[1467]]/[[1468]] ან [[1470]]/[[1471]] — გ. [[20 სექტემბერი]] [[1520]], [[სტამბოლი]]) — [[ოსმალეთი]]ს სულთანი [[1512]] წლიდან. განაგრძობდა თავისი წინაპრების დამპყრობლურ პოლიტიკას. [[შიიზმი|შიიზმთან]] ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა [[ირანი]]ს წინააღმდეგ და [[ანატოლია]]ში მოაწყო [[შიიტები]]ს ჟლეტა, [[1514]] წელს [[ჩალდირანის ბრძოლა]]ში დაამარცხა [[შაჰ-ისმაილ I]] და მიიტაცა [[დასავლეთ სომხეთი]], [[ქურთისტანი]] და ზოგიერთი სხვა ტერიტორია. [[1515]] წელს დაასრულა აღმოსავლეთ [[ანატოლია|ანატოლიისა]] და [[სომხეთი]]ს დაპყრობა, [[1516]] წელს დაიპყრო ჩრდილოეთი [[ერაყი]], [[სირია]], [[პალესტინა]], [[1517]] წელს — [[ეგვიპტე]]. ამის შემდეგ წმინდა მუსულმანურმა [[ქალაქი|ქალაქებმა]] [[მექა]]მ და [[მედინა]]მ აღიარეს [[ოსმალეთი]]ს სულთნების უზენაესობა. სელიმმა მიითვისა [[ხალიფა]]ს წოდება, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა ოსმალეთის სულთნების ავტორიტეტი მუსულმანურ სამყაროში. [[1519]] წელს ჩაახშო [[ჯელალიების აჯანყება]].
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|278}}
 
[[კატეგორია:ოსმალეთის სულთნები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიმ_I“-დან