ნაძვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
'''ნაძვი''' (Picea) — წიწვონ მცენარეთა გვარი [[ფიჭვისებრნი|ფიჭვისებრთა]] ოჯახისა.
 
ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად პრტყელი და წაწვეტილი. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში[[ევროპა]]ში, აზიასა[[აზია]]სა და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]. საქართველოში[[საქართველო]]ში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — [[აღმოსავლური ნაძვი]] (Picea orientalis).
 
გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარ ქედს]] [[შავი არაგვი]]ს ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს [[თბილისი]]ს მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და [[სოჭი]]ს სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი(იხ. ნაძვნარი). საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილო კავკასიასა]] და [[თურქეთი|თურქეთში]]. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.
 
საქართველოში[[საქართველო]]ში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: [[ევროპული ნაძვი]] (Picea excelsa), [[ჰიმალაური ნაძვი]] (Picea morinda), [[ვერცხლისფერი ნაძვი|ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი]] (Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაძვი“-დან