ეზოსმოძღვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეზოსმოძღვარი''', მეფის სასახლის, სამეურნეო-საფინანსო უწყები...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ეზოსმოძღვარი''', მეფის სასახლის, სამეურნეო-საფინანსო უწყების გამგებელი ძველი წელთააღრიცხვით უკანასკნელი და ახალი წელთააღრიცხვით პირველი საუკუნეების საქართველოში. დამოწმებულია [[არმაზის ბილინგვა|არმაზის ბილინგვის]] არამეულ ტექსტში, სადაც აზოსმოძღვარი "ძლევამოსილად" იწოდება. ამ ორენოვანი წარწერის ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება "ეპიტროპოსი", რომელიც თავის მხრივ სახლის მმართველს - პროკურატორს ნიშნავდა ძვ. რომში. არმაზის ბილინგვიდან ჩანს, რომ ეზოსმოძრვარისეზოსმოძღვარის თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ეზოსმოძღვარს უძველესი პერიოდის საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვან მოხელედ წარმოგვიდგენს. ვახუშტის სიტყვით, ეზოსმოძღვარი "ჴელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგნი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა" (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, [[ყაუხჩიშვილი, სიმონ| ს. ყაუხჩიშვილის]] გამოცემა, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 22). არმაზის ორენოვანი წარწერის, ვახუშტის ცნობისა და სხვა მონაცემების მიხედვით, ეზოსმოძღვარი აერთიანებდა სამხედრო, ფინანსურ და სხვაგვარ ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
 
[[თამარი]]ს მეორე ისტორიაში მოხსენიებულია [[ბასილი ეზოსმოძღვარი]], რომელიც საეკლესიო მოღვაწე ჩანს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეზოსმოძღვარი“-დან