შოთა რუსთაველი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2) (ბოტის დამატება: pa:ਸ਼ੋਥਾ ਰੁਸਥਾਵੇਲੀ)
| სქოლიო =
}}
'''შოთა რუსთაველი''', ''რუსთველი'' (*დაახ. [[1160]]/[[1165|65]] – ? ) — მე-[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „[[ვეფხისტყაოსანი]]“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
 
== წარმომავლობა ==
[[ფაილი:Shota_Rustaveli.jpg|thumb|left|200px|შოთა რუსთაველის ფრესკა [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში]]]]
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
 
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე [[XV საუკუნე|XV]]-[[XVIII საუკუნეებისსაუკუნე]]ების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს [[რუსთავი|რუსთავს]] და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან [[თეიმურაზ I]] (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნეებშისაუკუნე]]ებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე ([[გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის]] მიერ [[1757]]-[[1758]] ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა [[იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია|იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ]]) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
 
[[ფაილი:RustaveliManuscript.jpg|thumb|ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი]]