ბულბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: vi:Luscinia
No edit summary
ხაზი 20:
}}
 
'''ბულბული''', ''იადონი'' (Luscinia), [[ფრინველები|ფრინველების]] გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგისა. [[საქართველო|საქართველოშო]] გვხვდება 2 სახეობა; [[ჩვეულებრივი ბულბული|ჩვეულებრივი ბულბულის]] სხეული 160-190 მმ სიგრძისაა, იწონის 25 გრამამდე. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) გვხვდება. [[სამხრეთული ბულბული]] მობუდარი გადამფრენი ფრინველია. გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და წინა და შუა აზიაში. საქართველოშია აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. მაისის ბოლოს დებს 4-5 კვერცხს, კრუხობა 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. ბულბული საუკეთესო მგალობელი ფრინველია.
==ლიტერატურა==
*''რ. ჟორდანია,'' ქსე, ტ. 2, გვ. 559, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბულბული“-დან