სევერიან ბუაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბუაძე, სევერიან''' (* [[9 იანვარი]] [[1894]] წელი, [[ბუგეული]] ― † [[27 თებერვალი]] [[1934]] [[ჰალე]]), ქართველი [[მედიკოსი]]. დაამთავრა [[ქუთაისი | ქუთაისის]] პირველი გიმნაზია. სწავლობდა [[პეტერბურგი | პეტერბურგის]] სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. შემდეგ, [[1920]]-[[1925]] წლებში, [[ჰალე|ჰალეს]], [[მარბურგი | მარბურგისა]] და ისევ ჰალეს [[უნივერსიტეტი | უნივერსიტეტებში]]. სევერიან ბუაძემ ცნობილ [[შვეიცარიელები |შვეიცარიელი]] ფიზიოლოგთან [[პროფესორი | პროფესორ]] [[აბდერჰალდენი,ემილ |აბდერჰალდენთან]] ერთად, რომლის ასისტენტადაც იგი ჰალეში სწავლის შემდეგ მუშაობდა, დაამტკიცა იმავე პროფესორის სახელწოდებით მედიცინაში ცნობილი აბდერჰალდენის რეაქცია. მაშინდელ სამეცნიერო სენსაციად წოდებული სტატია აბდერჰალდენმა და ბუაძემ გამოაქვეყნეს 1930 წელს, ჟურნალ Fermentforschung-ის მე-11 ნომერში.
 
ცნობილია, რომ ჰალეს უნივერსიტეტი მას იცავდა ნაცისტების წინაშე და სევერიან ბუაძემ [[1933]] წელს მოიპოვა პროფესორობის უფლება. ჰალეს უნივერსიტეტის არქივში იგი მოხსენიებულია [[პრუსია | პრუსიის]] მოქალაქედ და კათოლიკე ქრისტიანად, რომელსაც საბჭოთა უწყებებმა [[1933]] წელს [[საქართველო | საქართველოში]] ჩასვლა აუკრძალეს. [[1934]] წელს სევერიან ბუაძე გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სევერიან_ბუაძე“-დან