კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა '''კალისტრატე''' (ერისკაცობაში ''კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე'') (* [[24 აპრილი]], [[1866]] ― † [[2 თებერვალი]], [[1952]]), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო |სრულიად საქართველოს]] [[კათოლიკოსი | კათოლიკოს-პატრიარქი]] და მცხეთა-თბილისის [[მთავარეპისკოპოსი]] [[1932]]-[[1952]] წლებში. ღვთისმეტყველების კანდიდატი ([[1892]]). [[1888]] დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია|თბილისის სასულიერო სემინარია]], [[1892]] - [[კიევი|კიევის]] სასულიერო აკადემია. [[1893]] მღვდლად ეკურთხა და დაინიშნა თბილისის დიდუბის ეკლესიაში. [[1903]] გადაიყვანეს [[ქაშვეთი (ძეგლი)|ქაშვეთში]]. [[1909|1909-იდან]] [[დეკანოზი]], [[1925|1925-იდან]] მიტროპოლიტი, იმავე წლიდან - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, [[1927]] - მანგლელი. იყო სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი ([[1948|1948-იდან]]). კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია" ([[1905]], [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]]). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, [[სიონი (ტაძარი)|სიონის საკათედრო ტაძარში]].
 
{{ქსე}}