იზოსტაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 13 თებერვალი, 2013}}
'''იზოსტაზია''', '''იზოსტატიკური წონასწორობა''' ([[ბერძნ.]] isostásios – თანაბარი წონისა) — [[დედამიწის ქერქი]]ს გაწონასწორება მის ქეშ მდებარე მყარსა და უფრო მძიმე სუბსტრატზე ისე, თითქოს ის [[არქიმედეს კანონი]]ს თანახმად ტივტივებდეს. იზოსტაზიის გამო [[დედამიწის ქერქი]] მით უფრო ღრმად არის ცაძირული სუბსტრატში, რაც უფრო სქელი და მკვრივია (მძიმეა) ქერქი. ამიტომ [[მთა|მთებს]], ჩვეულებრივ, აქვს "ფესვები"„ფესვები“ (ქერქის შვერილები სუბსტრატში). იზოსტაზია, როგორც წესი, ხორციელდება არა [[დედამიწის ქერქისქერქი]]ს ნებისმიერ მცირე მონაკვეთზე, არამედ რეგიონულად, საკმაოდ მოზრდილ (100-200 კმ სიგანის) ბლოკებზე. იზოსტაზია გამოვლინდება შვეულის გადახრაზე დაკვირვებით, სეისმური მეთოდებით [[დედამიწის ქერქისქერქი]]ს სისქის გაზომვითა და უმთავრესად [[სიმძიმის ძალა|სიმძიმის ძალის]] ანომალიების განსაზღვრით. დაკვირვება გვიჩნენებს, რომ [[დედამიწის ქერქი]] თითქმის ყველგან მიახლოებულია სრულ იზოსტაზიასთან და მნიშვნელოვან გადახრას მხოლოდ ინტენსიურ ტექტონიკურ მოძრაობათა არეებში ვხვდებით. ასე, მაგალითად, მეტად დიდი უარყოფითი იზოსტატიკური ანომალიებია ოკეანების[[ოკეანური ღარებისღარები]]ს გასწვრივ. იზოსტაზია სწრაფად მყარდება. მაგალითად, უკანასკნელი გამყინვარების დროს ბალტიისა და კანადის ფარები დაძირული იყო ყინულის სიმძიმით (თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ანალოგიურ მდგომარეობაშია [[ანტარქტიდა]] და [[გრენლანდია]]), ყინულის მოდნობის კვალდაკვალ მიმდინარეობს ამ რეგიონების აზევება წელიწადში რამდენიმე მმ სიჩქარით (ბალტიის ფარის არეში აზევების თანამედროვე სიჩქარეა 11 მმ წელიწადში). დედამიწის ქერქის მისწრაფება წონასწორობისაკენ დიდ როლს თამაშობს გეოტექტონიკაში, იგი ზღუდავს ტექტონიკურ მოძრაობებს, რომლებიც არღვევენ იზოსტაზიას.