იზოსტაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 13 თებერვალი, 2013}}
'''იზოსტაზია''', '''იზოსტატიკური წონასწორობა''' ([[ბერძნ.]] isostásios – თანაბარი წონისა) — [[დედამიწის ქერქი]]ს გაწონასწორება მის ქეშ მდებარე მყარსა და უფრო მძიმე სუბსტრატზე ისე, თითქოს ის [[არქიმედეს კანონი]]ს თანახმად ტივტივებდეს. იზოსტაზიის გამო დედამიწის ქერქი მით უფრო ღრმად არის ცაძირული სუბსტრატში, რაც უფრო სქელი და მკვრივია (მძიმეა) ქერქი. ამიტომ მთებს, ჩვეულებრივ, აქვს "ფესვები" (ქერქის შვერილები სუბსტრატში). იზოსტაზია, როგორც წესი, ხორციელდება არა დედამიწის ქერქის ნებისმიერ მცირე მონაკვეთზე, არამედ რეგიონულად, საკმაოდ მოზრდილ (100-200 კმ სიგანის) ბლოკებზე. იზოსტაზია გამოვლინდება შვეულის გადახრაზე დაკვირვებით, სეისმური მეთოდებით დედამიწის ქერქის სისქის გაზომვითა და უმთავრესად სიმძიმის ძალის ანომალიების განსაზღვრით. დაკვირვება გვიჩნენებს, რომ დედამიწის ქერქი თითქმის ყველგან მიახლოებულია სრულ იზოსტაზიასთან და მნიშვნელოვან გადახრას მხოლოდ ინტენსიურ ტექტონიკურ მოძრაობათა არეებში ვხვდებით. ასე, მაგალითად, მეტად დიდი უარყოფითი იზოსტატიკური ანომალიებია ოკეანების ღარების გასწვრივ. იზოსტაზია სწრაფად მყარდება. მაგალითად, უკანასკნელი გამყინვარების დროს ბალტიისა და კანადის ფარები დაძირული იყო ყინულის სიმძიმით (თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ანალოგიურ მდგომარეობაშია ანტარქტიდა და გრენლანდია), ყინულის მოდნობის კვალდაკვალ მიმდინარეობს ამ რეგიონების აზევება წელიწადში რამდენიმე მმ სიჩქარით (ბალტიის ფარის არეში აზევების თანამედროვე სიჩქარეა 11 მმ წელიწადში). დედამიწის ქერქის მისწრაფება წონასწორობისაკენ დიდ როლს თამაშობს გეოტექტონიკაში, იგი ზღუდავს ტექტონიკურ მოძრაობებს, რომლებიც არღვევენ იზოსტაზიას.