'''რაშიდ ად-დინი''' (დ. [[1247]] — გ. [[1318]]) — ებრაელი წარმოშობის გამუსლიმებული [[ირანი|ირანში]] მოღვაწე [[ისტორიკოსი]], [[ექიმი]], სწავლული, მონღოლთა ვაზირი.
[[ირანისირანი]]ს [[ჰულაგუიანები|მონღოლი ყაენებიყაენების]]ს, [[ყაზან-ხანი|ყაზანისა]] და [[ოლჯაითუ]]საგან მიიღო დავალება, შეედგინა „საყოველთაო“, მსოფლიო ისტორია. ნაშრომზე, რომელსაც, „ჯამი ათ-თავარიხი“ - „ისტორიათა კრებული“ ეწოდება, რაშიდ ად-დინის ხელმძღვანელობით, მუშაობდა მთელი ჯგუფი. ამრიგად, ეს იყო მუსლიმური სამყაროსათვის მეტად იშვიათი მცდელობა, საყოველთაო ისტორია გასცდენოდა ისლამურ სამყაროსა და ცივილიზაციას. რაშიდ ად-დინმა ამ მხრივ არა მხოლოდ მუსლიმურ [[ისტორიოგრაფია]]ში მოიპოვა გამორჩეული ადგილი, არამედ ბევრად გაასწრო ევროპულ ისტორიულ მწერლობასაც.