აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
სამხრეთული დინების მდინარეების საზრდოობა გასხვავებულია. ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის წყლებით, შედარებით ნაკლებად კი მიწისქვეშა და წვიმის წყლებით. წლიური ჩამონადენის უდიდესი წილი მოდის გაზაფხულზე. ზაფხულობით ნალექების უმნიშვნელო რაიოდენობისა და დიდი აორთქლებადობის პირობებში სტეპების, ნახევარუდაბროებისა და უდაბნოების ზონათა პატარა მდინარეები შრება. სამხრეთული მდინარეების ხეობათა კალთები მრავალი ხრამითა და ხევითაა ჩაჭრილი, რომელთა გაფართოებას ხელს უწყობს გაზაფხულის პერიოდში წყლის დონის ზრდა.
====ტბები====
აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მრავალი ტბაა, რომელთა ქვაბულები სხვადასხვა წარმოშობისაა. ძირითათად ამ ტბების უმრავლესობა მცირე მოცულობისაა. მაგრამ არის ფართობით დიდი ტბებიც, რომლებიც დიდი მნიშვნელობით გამოირჩევიან. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია [[ლადოგის ტბა]]ს, იგი ყველა დიდი ტბაა [[ევროპა]]ში. მას მრავალი მდინარე და ნაკადი ერთვის, მისგან კი მხოლოდ ერთი — [[ნევა]] გაედინება.
 
==ლიტერატურა==