აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
ჩრდილოეთური დინების ერთ-ერთი დიდი მდინარე პეჩორა იწყება ჩრდილოეთ ურალში, იგი ტაიგაში მიედინება, ქვემო დინებებში ტყეტუნდრას და ტუნდრას კვეთს და [[ბარენცის ზღვა]]ში ჩაედინება. [[თეთრი ზღვა|თეთრ ზღვაში]] ჩაედინება ჩრდილოეთის დვინა, რომელიც ვაკის ჩრდილოეთ ტყიან რაიონებში მოედინება. იგი თითქმის მთელ სიგრძეზე სანაოსნოა. მის შესართავში მდებარეობს [[რუსეთი]]ს ერთ-ერთი დიდი ნავსადგური [[არხანგელსკი]]. მდინარეების — პეჩორის, ჩრდილოეთის დვინის, ონეგისა და მეზენის ქვემო დინებაზე შესამჩნევად მოქმედებს ზღვის მოქცევები, რომლებიც მათ აგუბებენ და ამით ზრდიან ნაოსნობის შესაძლებლობას.
 
სამხრეთული დინების მდინარეები — [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგა]], [[დნეპრი]], [[დონი (მდინარე)|დონი]], [[დნესტრი]] და სხვები განიერ ხეობებში მიედინებიან. ვოლგა რუსეთის უდიდესი მდინარეა. დინების უდიდეს სიგრძეზე გადაკვეთს რამდენიმე ბუნებრივ ზონას ვალდაის მაღლობიდან ტყიანი ბორცვებიდან კასპიის ზღვის უდაბნო სანაპიროებამდე. ვოლგაზე აგებულია ჰიდროელექტროსადგურები წყალსაცავებით. ვოლგა არხებით შეერთებულია ბალტიის, თეთრ, აზოვისა და შავ ზღვებთან. ვოლგის ყველაზე დიდი, განიერი და წყალუხვი შენაკადია — [[კამა]].
 
სამხრეთული დინების მდინარეების საზრდოობა გასხვავებულია. ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის წყლებით, შედარებით ნაკლებად კი მიწისქვეშა და წვიმის წყლებით. წლიური ჩამონადენის უდიდესი წილი მოდის გაზაფხულზე. ზაფხულობით ნალექების უმნიშვნელო რაიოდენობისა და დიდი აორთქლებადობის პირობებში სტეპების, ნახევარუდაბროებისა და უდაბნოების ზონათა პატარა მდინარეები შრება. სამხრეთული მდინარეების ხეობათა კალთები მრავალი ხრამითა და ხევითაა ჩაჭრილი, რომელთა გაფართოებას ხელს უწყობს გაზაფხულის პერიოდში წყლის დონის ზრდა.
 
==ლიტერატურა==