თეიმურაზ გვანცელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
2006-2008 წლებში იყო შოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, 2006-2009 წლებში - თსუ კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიოლოგიის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი, ხოლო 2009 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი არასაბჭოური, დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად (იყო ეროვნული ერთიანობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა ქვეკომისიის წევრი). 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს]]. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ადგილობრივი მმართველობის ბიუროს კურატორად (აფხაზეთის მიმართულებით).
2000 წელს აირჩიეს აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) ნამდვილ წევრად.