ალექსანდრე ცაგარელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
 
{{წყარო}}
{{ვიკიფიცირება}}
[[File:VZagareli.JPG|250pq|thumb|right|ალექსანდრე ცაგარელი]]
'''ალექსანდრე ცაგარელი''' — ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი დაიბადა [[1844]] წლის [[27 ნოემბერი|27 ნოემბერს]] (ძველი სტილით) [[კასპის რაიონი|კასპის რაიონში]]. ყრმობის წლები მან [[დიღომი (სოფელი)|დიღომში]] გაატარა. მამა __ ანტონ თომას ძე ცაგარელი მღვდელი იყო. დედა __ სალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი მეტად ჭკვიანი და ქართული ენის კარგად მცოდნე ყოფილა. მან უდიდესი როლი ითამაშა შვილის ხასიათის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად ალექსანდრე ცაგარელი [[თბილისის სასულიერო სასწავლებელი|თბილისის სასულიერო სასწავლებელში]] შეიყვანეს.
 
[[1859]] წელს ალ. ცაგარელმა სემინარიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია და პედაგოგების ყურადღება მიიქცია. მან სემინარიის ხელმძღვანელებისაგან ჯილდოც კი მიიღო. ამ პერიოდში ალ. ცაგარელს ძალზედ იტაცებდა ხელოვნება. მისი ოცნება იყო სწავლა განეგრძო პეტერბურგის სემინარიაში და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა, რადგან ნოვგოროდისა[[ნოვგოროდი]]სა და [[სანკტ-პეტერბურგისპეტერბურგი]]ს მიტროპოლიტმა __ ისიდორმა ბრძანა, რომ სივიწროვის გამო პროვინციელებს ვერ მიიღებდნენ. ალექსანდრე რჩება საქართველოში და საინტერესო ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობს. საქართველოში მას კარგ ლიტერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ.
 
სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ.ცაგარელმა სწავლა განაგრძო გიმნაზიაში. კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ალ.ცაგარელი [[დავით სარაჯიშვილი|დავით სარაჯიშვილთან]] ერთად პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ ის ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო
ქირურგიულ აკადემიაში, მალე ის ისტორია__ფილოლოგიისისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა უნივერსიტეტში მსმენელად, სადაც საოცარი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა.
თავისი შრომისმოყვარეობით და მრავალმხრივი ცოდნით ალ. ცაგარელმა სულ მალე დაიმსახურა ყურადღება და სიყვარული, გარშემო შემოიკრიბა და დაიახლოვა ქართველი ახალგაზრდობა.
 
ალ. ცაგარელი გატაცებით ეუფლებოდა ევროპულ ენებს, გერმანულ წიგნებს უკვე ლექსიკონის გამოუყენებლად კითხულობდა. სავალდებულო საგნების გარდა, მთელ თავისუფალ დროს ენათმეცნიერული და ლექსიკოლოგიური ნაშრომების კითხვას უთმობდა.
 
[[1867]] წელს ალექსანდრე დავით სარაჯიშვილთან ერთად [[გერმანია|გერმანიაში]] გაემგზავრა. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე ალ. ცაგარელი გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მშობლებისა და ახლობლებისთვის გაგზავნილ წერილებში იგი კმაყოფილებით იგონებს უცხოეთში გატარებულ დღეებს.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა. ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს.
საუნივერსიტეტო განათლების მიღების სურვილი მასში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმების რჩევა არ მიიღო და გადაწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ განეგრძო.
 
[[1868]] წელს ალ. ცაგარელი უკვე [[მიუნხენის უნივერსიტეტისუნივერსიტეტი]]ს ფილოსოფი- ურიფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია.
 
[[1869]] წელს ალ. ცაგარელი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შედეგად ალ. ცაგარელი დაბრუნდა პეტერბურგში. ჯერ უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით ჩააბარა გამოცდები. მალე მან სადისერტაციო შრომა დაწერა "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა". დისერტაცია სამეცნიერო საბჭომ დადებითად შეაფასა და ალ. ცაგარელი დაამტკიცეს ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად და უფლება მიიღო ლექციების წაკითხვის.
 
[[1874]] წლის [[25 აპრილი|25 აპრილს]] არჩეულ იქნა ქართული სიტყვიერების კათედრის დოცენტად და მართლაც, მთელი თავისი ენერგია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია; პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლის არსებობის მანძილზე მას ყველაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა ეროვნული ღირსების დასაცავად.
 
[[1875]] წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მოინახულა მშობლები, მეგობრები, ახლონათესავები.
ალექსანდრე ცაგარელი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სპეციალსრად ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს.
პირველი მეცნიერი, რომელმაც [[1883]] წელს მოინახულა ბევრი სავანე. ([[ათონი|ათონის ივერთა მონასტერი]], [[ჯვარი|ჯვრის მონასტერი]],[[საბაწმინდა|საბაწმინდის ლავრა]]) ,სარდაფებსა და სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების პირები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ.ალ. ცაგარელმა თავისი მუშაობით საგძნობლად წასწია წინ ქართლ სიძველეთა შესწავლა. მეცნიერის დამსახურების საუკეთესო ილუსტრაციაა მისი წიგნები "ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე" და "ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე."
 
[[1890]] წელს [[რომი|რომში]], ვენეციასა[[ვენეცია]]სა და კრაკოგში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, სადაც იგი გაეცნო [[XII საუკუნისსაუკუნე|XII საუკუნ]]ის ქართულ სიძველეებს.
 
[[1894]] წელს კვლავ ჩამოდის საქართველოში. მალე იგი მესამედ გა- ემგზავრაგაემგზავრა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო ქართულ ოთხთავს, [[XII საუკუნე|XII საუკუნისსაუკუნ]]ის ძეგლს.
 
[[1920]] წელს ალ. ცაგარელი ბრუნდება საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობს [[თბილისის უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტში.]]
 
საქვეყნოდ ცნობილი ენათმეცნიერი ,[[ფილოსოფოსი]], [[ისტორიკოსი]], [[პალეოგრაფი]], [[არქეოგრაფი]] ალექსანდრე ცაგარელი [[XIX საკუნისსაკუნე|XIX საკუნ]]ის 60-იანი წლების ყველაზე უფრო ნიჭიერი და ნაყოფიერი [[ჟურნალისტი]], [[პუბლიცისტი]] და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო. იგი თანამიმდევრულად იბრძოდა მწერლობასა და ხელოვნებაში კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებისთვის.
 
[[კატეგორია:ქართველები]]