აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
==ფიზიკურ-გეოგრაფიული თვისებები==
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე გადაჭიმულია ჩრდილოედიან[[ჩრდილოეთი]]დან სამხრეთისკენ[[სამხრეთი]]სკენ 2750 [[კილომეტრი|კილომეტრზე]], ხოლო დასავლეთიდან[[დასავლეთი]]დან აღმოსავლეთისკენ[[აღმოსავლეთი]]სკენ — 2500 კილომეტრზე. მას [[ევროპა|ევროპის]] აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს. ამ უზარმაზარ ფართობზე ბუნებრივი პირობების დიდი მრავალფეროვნებაა. ეს გამოწვეულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მზიდმზის რადიაციის ზრდითა და აორთქლების გაძლიერებით. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი ზონები იცვლება [[ტუნდრა|ტუნდრიდან]] ჩრდილოეთში კასპიისპირა დაბლობის უდაბნოებამდე სამხრეთში. ვაკე რელიეფის, ხელსაყრელი კლიმატური პირობების, ნაყოფიერი სტეპებისა და ვრცელი ტყეების გამო ეს ტერიტორიები ძველთაგანვე ათვისებული იყო. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, 3-4 ათასი წლის წინათ მიმდებარე ტერიტორიებზე არა მარტო მომთაბარე ტომები, არამედ მიწათმოქმედი ხალხიც ცხოვრობდა.
 
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს [[რუსეთი]]ს მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის მთელი [[უკრაინა]], [[ყაზახეთი]]ს დასავლეთი ნაწილი, [[ბელარუსი]], [[ლიტვა]], [[ლატვია]], [[ესტონეთი]], [[მოლდოვა]] და მთელი რიგი ავტონომიური რესპუბლიკები — [[კარელიის რესპუბლიკა|კარელიის]], [[კომის რესპუბლიკა|კომის]], [[უდმურტეთი]]ს, [[თათრეთი]]ს, [[ჩუვაშეთი]]ს, [[მარი ელი]]ს, [[ბაშკირეთი]]ს, [[მორდვეთი]]სა და [[ყალმუხეთი]]ს.
 
===გეოლოგია, რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული===
ამ ტერიტორიის რელიეფის ვაკე თვისებები განპირობებულია მისი ბაქნური გეოლოგიური აგებულებით. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის საფუძველი აგებულია [[კამბრიული სისტემა|კამბრიულისწინა]] ასაკის [[გრანიტი|გრანიტებითა]] და სხვა [[კრისტალური ფიქლები|კრისტალური ქანებით]], რომლების დანაოჭებულია. მისი საძირკველი უსწორმასწოროა, დანალექი ქანებით არის დაფარული [[ბალტიისპირეთი|ბალტიისა]] და [[უკრაინა|უკრაინის]] ფარების სახით. ალაგ-ალაგ საძირკველი ღრმად არ მდებარეობს, როგორც მაგალითად, ვორონეჟის[[ვორონეჟი]]ს შემაღლებაში, სხვა ადგილებში კი მისი ზედაპირი წარმოშობს ჩადაბლებებს: შავიზღვისპირა და კასპიისპირა ღრმულები და ჩადაბლება ვაკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. [[ურალის მთებისმთები]]ს დასავლეთი მთისძირის გასწვრივ და კავკასიონის[[კავკასიონი]]ს წინ გადაჭიმულია კიდური როფები.
 
ბაქნის საძირკვლის ქანები სასარგებლო წიაღისეულის დიდ მარაგს შეიცავს: მაგალითად, კურსკის მაგნიტური ანომალიის, [[კრივოი როგი]]ს მადნები, აგრეთვე [[კოლის ნახევარკუნძული]]ს ფერადი ლითონები.