პორტრეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
[[ფაილი:Fayum02.jpg|thumb|ბიჭის სახელად ევტიხის [[ფაიუმურიფაიუმის პორტრეტი]]]]
ძველი საბერძნეთის ეპოქაში შეიქმნა განზოგადებულ-იდეალიზებული სკულპტურული პორტრეტის ტიპი. ძვ. წ. IV საუკუნიდან პორტრეტმა უფრო ინდივიდუალური სახე მიიღო. ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III საუკუნიდან) პორტრეტს დრამატული ხასიათი მიეცა. პორტრეტულმა ხელოვნებან მაღალ განვითარებას მიაღწია ძვ. რომში. ძველ რომაულ პორტრეტის სტრუქტურის ძირითადი საფუძველია მოდელის დამახასიათებელი ნიშნების ზუსტი გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპურის ერთიანობა, ძვ. რომის საუკეთესო პორტრეტებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, მხატვრული სიზუსტე. ელინისტურსა და ძვ. რომის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა პორტრეტული ბიუსტები, სტატუები. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. [[ფაიუმის პორტრეტი]] (ეგვიპტე, I-IV სს.), რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ძვ. აღმოსავლეთის პორტრეტის რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციებთან, ამასთან, განიცადა ანტიკური ხელოვნების გავლენა. იგი უშუალოდ ნატურიდან იხატებოდა და ამიტომაც კონკრეტულ ადამიანთან მსგავსების ნიშნებს ატარებდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტრეტი“-დან