ჯორი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| synonyms =<center>'''''Equus mulus'''''
}}
'''ჯორი''' (სინონიმური ლათინური სახელწოდება: Equus mulus) — შინაური ცხოველი, ფაშატი [[ცხენი]]სა და მამალი [[ვირი]]ს ნაჯვარი ანუ [[ჰიბრიდი]]. როგორც წესი, ჯორი უნაყოფოა. გარეგნულად ჰგავს ორივე მშობელს. გამოირჩევა სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით (30-40 [[წელი]]) და დაავადებებისადმი ნაკლები ამთვისებლობით, აკლიმატიზაციის კარგი უნარით, კვებისა და მოვლა-პატრონობისადმი ნაკლები მომთხოვნელობით. ითვლება, რომ ჯორი არის "უფრო მომთმენი და სტაბილური გამწევი", ვიდრე ცხენი და "ნაკლებ ჯიუტი, უფრო სწრაფი და უფრო მეტი ინტელექტის მქონე, ვიდრე ვირი"<ref>Jackson, Louise A. The Mule Men: A History of Stock Packing in the Sierra Nevada, p. 5 (Mountain Press Publishing Co, Missoula, Montana, 2004). ISBN 0-87842-499-7</ref>.
 
იყენებენ მთიანი, დასერილი რელიეფის ადგილებში სასაპალნედ და შესაბმელად. [[მეჯორეობა]] განვითარებულია აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ეს ცხოველი ჯერ კიდევ გამოიყენება ჩვენს რეგიონშიც, [[ამიერკავკასია]]ში და [[საქართველო]]ში.
 
==ნაყოფიერება==
 
ჯორის მშობლები, ცხენი და ვირი განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენენ, ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვით; ცხენს გააჩნია 64 [[ქრომოსომა]] და ვირს კი _ 62 (ანუ 32 და 31 წყვილი, შესაბამისად; შედარებისათვის, ადამიანს გააჩნია 23 წყვილი ქრომოსომა). პირველი თაობის (F1) ჰიბრიდებიდან ჯორი უფრო იოლად მიიღება, ვიდრე ჯორცხენა (ულაყისანაშენე აჯილღა ცხენისა და ფაშატიჭაკი ვირის შთამომავალი): ფაშატიჭაკი ვირები ძალიან იშვიათად ახერხებენ ცოცხალი ჯორცხენის გაჩენას. ჯორს და ჯორცხენას 63 ქრომოსომა აქვთ, ანუ საშუალო მშობლების ქრომოსომათა რიცხვებს შორის. მშობლებიდან ჯორცხენა უფრო მეტად გავს ცხენს, ვიდრე ჯორი. ქრომოსომათა განსხვავებული სტრუქტურა და რაოდენობა, ასევე, მათი კენტი რიცხვი, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ქრომოსომებს მეიოზის დროს სწორ დაწყვილებასა და ნორმალური გამეტების წარმოქმნაში, რაც ჯორების უმეტესობას უნაყოფოს ხდის.
 
ლიტერატურაში არაა აღწერილი რომელიმე შემთხვევა, რომ ულაყი ჯორი ნაყოფიერი გამომდგარიყოს. რამდენიმე ფაშატმა ჯორმა კი ნამდვილად მოგვცა შთამომავლობა სუფთა სისხლის ცხენთან ან ვირთან შეჯვარების დროს. [[ჰეროდოტე]] აღწერს მსგავს შემთხვევას, რომელიც ქსერქსესთვის ძვ. წ. აღ-ით 480 წელს საბერძნეთის დაპყრობის გზაზე ცუდ ნიშნად ჩაითვალა: "ქალაქ სარდეში ჯორმა ჩოჩორი გააჩინა"<ref>ჰეროდოტე, "ისტორია", 7:57</ref>.