აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
ვაკის კლიმატურ პირობებზე ძლიერ გავლენას ახდენს ზღვის ზომიერი ჰაერი [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანიდან]]. მისი ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპის ვაკის დასავლეთ რაიონებში ტენიანობა მეტია, ზამთარი არც თუ ისე მკაცრია, ზაფხული კი შედარებით გრილია, ვიდრე აღმოსავლეთ რაიონებში. ვაკეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ზღვის ზომიერი ჰაერი თანდათანობით იცვლება ზომიერ კონტინენტურ ჰავად. ტერიტორიის ვაკე რელიეფი ჰაერის მასებს დიდი მანძილის თავისუფლად გადალახვის საშუალებას აძლევს. მაგალითად, არქტიკული ჰაერი, ხშირად ვაკის სამხრეთ ნაწილებში ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, კონტინენტური ჰაერი კი ხშირად სამხრეთიდან შორს ჩრდილოეთში გადაადგილდება და [[თეთრი ზღვა|თეთრ ზღვამდეც]] კი აღწევს.
 
ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, 50-ე პარალელამდე, ატლანტის ოკეანიდან ჰაერის მასები დასავლური გადატანა ბატონობს, განსაკუთრებით ზამთარში. ზამთარი აქ ცივი, უხვთოვლიანი და ხანგრძლივია (გარდა [[ბალტიისპირეთი]]სა). ზაფხული შედარებით გრილი, ნალექები მეტი მოდის, ვიდრე ორთქლდება, დანესტიანების კოეფიციენტი ერთზე მეტია. ამ კლიმატურ პირობებში პოლარული წრის ჩრდილოეთით წარმოიქმნა ტუნდრა და ტყეტუნდრა, ხოლო უფრო სამხრეთით — ტყის ზონა (ტაიგა, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები). ტყის ზონის სამხრეთით ვაკეზე კლიმატური პირობების ფორმირებას კონტინენტური ჰაერის მასები უწყობს ხელს. ნალექები უფრო ნაკლები მოდის, ვიდრე შეიძლება აორთქლდეს. ზამთარუ უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჩრდილოეთში, ზაფხული — ხანგრძლივი და თბილი. ნალეწები არათანაბრად მოდის. მცენარეულ საფარს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივი ცხელი და მშრალი ქარები.
 
==ლიტერატურა==