აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
 
===კლიმატი===
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე, უკიდურესი ჩრდილოეთის გამოკლებით, ზომიერ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მისი ჰავის დამახასიათებელი ნიშნებია: თანდათანობით დათბობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ; ჰავის კონტინენტურობის ზრდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, განსაკუთრებით კი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და წელიწადის დროთა მკაფიო მონაცვლეობა.
 
ვაკის კლიმატურ პირობებზე ძლიერ გავლენას ახდენს ზღვის ზომიერი ჰაერი [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანიდან]]. მისი ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპის ვაკის დასავლეთ რაიონებში ტენიანობა მეტია, ზამთარი არც თუ ისე მკაცრია, ზაფხული კი შედარებით გრილია, ვიდრე აღმოსავლეთ რაიონებში. ვაკეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ზღვის ზომიერი ჰაერი თანდათანობით იცვლება ზომიერ კონტინენტურ ჰავად. ტერიტორიის ვაკე რელიეფი ჰაერის მასებს დიდი მანძილის თავისუფლად გადალახვის საშუალებას აძლევს. მაგალითად, არქტიკული ჰაერი, ხშირად ვაკის სამხრეთ ნაწილებში ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, კონტინენტური ჰაერი კი ხშირად სამხრეთიდან შორს ჩრდილოეთში გადაადგილდება და [[თეთრი ზღვა|თეთრ ზღვამდეც]] კი აღწევს.
 
==ლიტერატურა==