ჯორი: განსხვავება გადახედვებს შორის

==ნაყოფიერება==
 
ჯორის მშობლები, ცხენი და ვირი განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენენ, ქრომოსომათა განსხვავებული რიცხვით; ცხენს გააჩნია 64 ქრომოსომა და ვირს კი _ 62. პირველი თაობის (F1) ჰიბრიდებიდან ჯორი უფრო იოლად მიიღება, ვიდრე ჰინიჯორცხენა (ულაყი ცხენისა და ფაშატი ვირის შთამომავალი): ფაშატი ვირები ძალიან იშვიათად ახერხებენ ცოცხალი ჰინისჯორცხენის გაჩენას. ჯორს და ჰინისჯორცხენას 63 ქრომოსომა აქვთ, ანუ საშუალო მშობლების ქრომოსომათა რიცხვებს შორის. ქრომოსომათა განსხვავებული სტრუქტურა და რაოდენობა, ჩვეულებრივ, ხელს უშლის ქრომოსომებს მეიოზის დროს სწორ დაწყვილებასა და ნორმალური გამეტების წარმოქმნაში, რაც ჯორების უმეტესობას უნაყოფოს ხდის.
 
ლიტერატურაში არაა აღწერილი რომელიმე შემთხვევა, რომ ულაყი ჯორი ნაყოფიერი გამომდგარიყოს. რამდენიმე ფაშატმა ჯორმა კი ნამდვილად მოგვცა შთამომავლობა სუფთა სისხლის ცხენთან ან ვირთან შეჯვარების დროს. ჰეროდოტე აღწერს მსგავს შემთხვევას, რომელიც ქსერქსესთვის ძვ. წ. აღ-ით 480 წელს საბერძნეთის დაპყრობის გზაზე ცუდ ნიშნად ჩაითვალა: "ქალაქ სარდეში ჯორმა ჩოჩორი გააჩინა"<ref>ჰეროდოტე, "ისტორია", 7:57</ref>.