აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
 
აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აბსოლიტური სიმაღლე 100-დან 200 მეტრამდეა. ვაკეზე შეფარდებითი სიმაღლეები ჩვეულებრივ რამდენიმე ათეული მეტრის ფარგლებში მერყეობს. ვაკის მაქსიმალური სიმაღლე 1191 მეტრია (მთა იუდიჩვუმჩორი).
 
აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის კრისტალური საძირკვლის უსწორმასწორობები ქმნის აღმოსავლეთ ევროპის ვაკის რელიეფის დიდ თანამედროვე ფორმებს, მაგალითად, ხიბინის მთებს კოლის ნახევრაკუნძულზე, შუა რუსეთის, პოდოლისა და დნეპრისპირა მაღლობებს. ვაკის სხვა ამაღლებული ნაწილები — ჩრდილოეთის ბაქობები, ვოლგისპირა მაღლობი, ობჩი სირტი — წარმოიქმნენ იმ დანალექი ქანების დამრეცად დანაოჭების შედეგად, რომლებიც საძირკველს ფარავენ. ტიმანისა და დონეცის ჭიუხები დანგრეულ ძველ მთათა სისტემების ნაშთებია.
 
იმ ადგილებში, სადაც კრისტალური საძირკველი დაძირულია, წარმოიქმნენ რელიეფის ვრცელი დადაბლებები, მაგალითად, დნეპრისპირა დაბლობი, ოკა-დონის ვაკე. ეს ბრტყელი ზედაპირებია, რომლებიც სუსტადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, ხრამებითა და ხევებით. ასეთივე წარმოშობისააბაქნის განაპირა ვრცელი დაბლობები: შავიზღვისპირა, კასპიისპირა, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთი დაბალი სანაპიროს უბნები.
 
ვაკის მაღლობთა ზედაპირები ჩვეულებრივ ბრტყელი ან ტალღოვანია, მრავალ ადგილას ჩაჭრილია ხრამებით და ხევებით. ხრამი და ხევი განსაკუთრებით ბევრია იმ ადგილებში, სადაც მაღლობები აგებულია ფხვიერი, ადვილადრეცხვადი ქანებით. ხრამები, რომლებიც იზრდებიან და იტოტებიან, დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.
 
აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილსი რელიეფის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულაძველმა გამყინვარებამ. ეს ტერიტორია მყინვარმა რამდენჯერმე დაფარა. ამ ადგილებში დღემდე კარგად არის შემორჩენილი მორენული საფარი, რომელიც მყინვარმა დატოვა, და დამახასიათებელია დამრეცბორცვოვანი რელიეფი.
 
==ლიტერატურა==