მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

ბაქნის საძირკვლის ქანები სასარგებლო წიაღისეულის დიდ მარაგს შეიცავს: მაგალითად, კურსკის მაგნიტური ანომალიის, [[კრივოი როგი]]ს მადნები, აგრეთვე [[კოლის ნახევარკუნძული]]ს ფერადი ლითონები.
 
ბაქნის კრისტალური საძირკვლის უსწორმასწორო ზედაპირზე დანალექი ქანების წყება დევს. ისინი უმთავრესად იმ ზღვების ფსკერზე დაილექნენ, რომლებიც ბაქნის საფუძველს ფარავდნენ. პალეოზოური ზღვების ნალექები ბაქნის ჩრდილოეთი ნახევრის ფარგლებში მდინარეთა ხეობის კალთებისა და ხრამების გეოლოგიურ ჭრილებში გვხვდება. ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ისინი გადაფარული არიან მეზოზოური ზღვების ნალექებით, სამხრეთით კი გავრცელებულია კაინოზოური ერის ზღვათა ნალექები.
 
კარბონული ასაკის დანალექ ქანთა წყების ზედა სართული ქვანახშირის ფენებს შეიცავს. ესაა დონეცისა და პეჩორის მაღალხარისხოვანი ქვანახშირის აუზები და [[მოსკოვი]]ს ახლომდებარე ნაკლებად ძვირფასი მურა ნახშირის აუზი. აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ბევრ რაიონშია ნავთობისა და გაზის საბადოები (პეჩორის, ვოლგისა და ურალის აუზებსა და [[უკრაინა]]ში. გარდა ამისა, ამ ქანებში აირს ფოსფორატები, კალიუმის მარილი და ქვამარილი. ჩრდილოეთისა და დასავლეთის უზარმაზარ დაჭაობებულ სივრცეებზე (მაგ:[[ვასიუგანის ჭაობი]]) ტორფის დიდი მარაგია.
 
აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აბსოლიტური სიმაღლე 100-დან 200 მეტრამდეა. ვაკეზე შეფარდებითი სიმაღლეები ჩვეულებრივ რამდენიმე ათეული მეტრის ფარგლებში მერყეობს. ვაკის მაქსიმალური სიმაღლე 1191 მეტრია (მთა იუდიჩვუმჩორი).
 
==ლიტერატურა==