ივანე ბაქრაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|ბაქრაძე}}
'''ივანე ირაკლის ძე ბაქრაძე''' (დ.9 სექტემბერი/[[21 სექტემბერი]], [[1898]],სოფ. [[ხაშმი]], ახლანდელი [[საგარეჯოს რაიონი]] ― გ. [[13 ნოემბერი]], [[1980]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ([[1954]]), პროფესორი ([[1955]]), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1956).
 
[[1925]] წელს დაამთავრა [[თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი|თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის]] მექანიკური ფაკულტეტი. [[1925]]-[[1933]] წლებში მუშაობდა თბილისის საბურღი იარაღების ქარხანაში (ახლანდელი თბილისის საწარმოო გაერთიანება "ჩარხმშენებელი"„ჩარხმშენებელი“), [[1933]]-[[1959]] წლებში - თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში ([[1953]]-[[1959]] წლებში - პრორექტორი). [[1959]]-[[1962]] წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათა ნაწილების კათედრის გამგე. [[1962]] წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა ნაწილების გაანგარიშების განყოფილების გამგედ.
 
ბაქრაძის შრომები ეხება კბილა და ჭიახრახნული გადაცემების ცვეთისა და ჩაჭექის თეორიის, ელექტრომავლებში გამოზენებული კბილანების გამლეობის გადიდებისა და პოლიმერული მასალისაგან დამყადებული დეტალების გაანგარიშების საკითხებს და სხვა.