აღმოსავლეთ ევროპის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''აღმოსავლეთ ევროპის ვაკე''' ({{lang-ru|Восточно-Европейская равнина}}, ასევე ცნობილი, როგორც '''რუსეთის ვაკე''') — მსოფლიოში სიდიდით მეორე , ამაზონის ვაკის შემდეგ, ვაკე, ძირითადად მოიცავს [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპის]] უდიდეს ნაწილს. წარმოადგენს ევროპული ვაკის ნაწილს. [[ჩრდილოეთი]]თ გარს აკრავს [[თეთრი ზღვა|თეთრი]] და [[ბარენცის ზღვა|ბარენცის]] [[ზღვა|ზღვები]], [[სამხრეთი]]თ — [[შავი ზღვა|შავი]], [[აზოვის ზღვა|აზოვისა]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის]] [[ზღვა|ზღვები]], ჩრდილო-დასავლეთით — [[სკანდინავიის მთები]], [[დასავლეთი]]თ და სამხრეთ-დასავლეთით — [[ცენტრალური ევროპა|ცენტრალური ევროპის]] მთათა სისტემები (სუდეტები, [[კარპატები]] და სხვ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით — [[კავკასია]] და კრიმის მთები, [[აღმოსავლეთი]]თ — [[ურალის მთები]] და მისი გაგრძელება მუგოჯარი. [[ჩრდილოეთი]]დან [[სამხრეთი]]სკენ გადაჭიმულია 2750 კილომეტრზე, ხოლო [[დასავლეთი]]დან [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთისკენ]] — 2500 კმ-ზე.
 
==ფიზიკურ-გეოგრაფიული თვისებები==
==გეოგრაფია==
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე გადაჭიმულია ჩრდილოედიან სამხრეთისკენ 2750 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 2500 კილომეტრზე. მას ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს. ამ უზარმაზარ ფართობზე ბუნებრივი პირობების დიდი მრავალფეროვნებაა. ეს გამოწვეულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მზიდ რადიაციის ზრდითა და აორთქლების გაძლიერებით. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი ზონები იცვლება ტუნდრიდან ჩრდილოეთში კასპიისპირა დაბლობის უდაბნოებამდე სამხრეთში. ვაკე რელიეფის, ხელსაყრელი კლიმატური პირობების, ნაყოფიერი სტეპებისა და ვრცელი ტყეების გამო ეს ტერიტორიები ძველთაგანვე ათვისებული იყო. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, 3-4 ათასი წლის წინათ მიმდებარე ტერიტორიებზე არა მარტო მომთაბარე ტომები, არამედ მიწათმოქმედი ხალხიც ცხოვრობდა.
 
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს [[რუსეთი]]ს მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის მთელი [[უკრაინა]], [[ყაზახეთი]]ს დასავლეთი ნაწილი, [[ბელარუსი]], [[ლიტვა]], [[ლატვია]], [[ესტონეთი]], [[მოლდოვა]] და მთელი რიგი ავტონომიური რესპუბლიკები — [[კარელიის რესპუბლიკა|კარელიის]], [[კომის რესპუბლიკა|კომის]], [[უდმურტეთი]]ს, [[თათრეთი]]ს, [[ჩუვაშეთი]]ს, [[მარი ელი]]ს, [[ბაშკირეთი]]ს, [[მორდვეთი]]სა და [[ყალმუხეთი]]ს.
 
===გეოლოგია, რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული===
ამ ტერიტორიის რელიეფის ვაკე თვისებები განპირობებულია მისი ბაქნური გეოლოგიური აგებულებით. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა ასაკის გრანიტებითა და სხვა კრისტალური ქანებით, რომლების დანაოჭებულია. მისი საძირკველი უსწორმასწოროა, დანალექი ქანებით არის დაფარული ბალტიისა და უკრაინის ფარების სახით. ალაგ-ალაგ საძირკველი ღრმად არ მდებარეობს, როგორც მაგალითად, ვორონეჟის შემაღლებაში, სხვა ადგილებში კი მისი ზედაპირი წარმოშობს ჩადაბლებებს: შავიზღვისპირა და კასპიისპირა ღრმულები და ჩადაბლება ვაკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ურალის მთების დასავლეთი მთისძირის გასწვრივ და კავკასიონის წინ გადაჭიმულია კიდური როფები.
 
ბაქნის საძირკვლის ქანები სასარგებლო წიაღისეულის დიდ მარაგს შეიცავს: მაგალითად, კურსკის მაგნიტური ანომალიის, [[კრივოი როგი]]ს მადნები, აგრეთვე [[კოლის ნახევარკუნძული]]ს ფერადი ლითონები.
 
==ლიტერატურა==