სალმანასარ III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''სალმანასარ III''' (ასურ. ''შულმანუაშარედუ'') — [[ასურეთი]]ს მეფე [[ძვ. წ. 859]]-[[ძვ. წ. 824]] წლებში.
 
თითქმის ყოველ წელს აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. [[ძვ. წ. 830]] წლამდე 4-ჯერ ილაშქრა [[ურარტუ]]ს წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. აღმავლობის გზაზე დამდგარი ურარტუს სამეფო ვერ დაიმორჩილა. რამდენიმე ლაშქრობა ჩაატარა ჩრდილოეთ [[სირია]]ში. [[ძვ. წ. 854]] წელს [[კარკარის ბრძოლა|დამარცხდა]] კარკარის ციხე-სიმაგრესთან. [[ძვ. წ. 845]] წელს 120-ათასიანი ჯარით გაილაშქრა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვისპირეთის]] ქვეყნების კოალიციაზე, რომელსაც [[დამასკი]] ხელმძღვანელობდა. მხოლოდ [[ძვ. წ. 841]] წელს აიღო დამასკი და მცირე ხნით დაიმორჩილა სირია. გარკვეული წარმატებები მოიპოვა [[ბაბილონი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში. თავისი ქვეყნის დედაქალაქ [[ქალხუ]]ში (ახლანდ. [[ნიმრუდი]]) ააშენა დიდებული სასახლე. მისი ნანგრევების შესწავლისას აღმოჩნდა შავი ქვის ობელისკი და [[ბრინჯაო]]თი მოჭედილი ჭიშკარი (ე. წ. [[ბალავატის ჭიშკარი]]). მასზე გამოსახულია სალმანასარის გადახდილი ბრძოლების სცენები წარწერებით. ჭიშკარი ასურული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალმანასარ_III“-დან