ცელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ენარჯილისი|ენარჯილისი]]|2=2013 წლის 8 თებერვალი}}
 
'''ცელი''' — ხელით მოსახმარი ტრადიციული [[იარაღი]], რომელიც გამოიყენება [[სოფლის მეურნეობა]]ში ბალახის მოთიბვის ან მოსავლის აღებისათვის. თანამედროვე ეპოქაში ფართო მასშტაბებით შეცვალა [[კომბაინი|კომბაინებმა]], ტრაქტორულმა მანქანებმა, გაზონების სათიბელებმა, მაგრამ ტექნიკისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში ჯერ კიდევ გამოიყენება.
 
==დიზაინი==
 
ცელს გააჩნია ხის [[ტარი]], რომლის სიგრძე დაახლოებით 170 სანტიმეტრს შეადგენს (საშუალოდ შეესაბამება ადამიანის[[ადამიანი]]ს სიმაღლეს), ხანდახან მეტალის[[ლითონი]]ს ან პლასტიკური მასალის ტარსაც იყენებენ. ტარი შეიძლება იყოს სწორი ან სიგმოიდური ფორმისა. კიდევ უფრო დახვეწილი ვერსიებს სამგანზომილებიან სივრცეში გააჩნიათ სიმრუდეები, რაც უკეთ შეესაბამება ერგონომიულ დიზაინს. ტარს გააჩნია ორი [[სახელური]], რომელიც მასთან მართი კუთხით არის დამაგრებული, ერთი _ ზედა მესამედში და ერთიც _ დაახლოებით ტარის შუაში. ქვედა ბოლოზე დამაგრებულია გრძელი, ოდნავ მორკალული მჭრელი პირი, დაახლოებით 60-90 [[სანტიმეტრი]] სიგრძისა, ისიც ტარის მართობულად. ცელი ძირითადად მზადდება მემარჯვენე მუშაკებზე გათვლით, სწორი დაჭერის დროს ტარის მარცხნივ მდებარეობს მჭრელი პირი და მთიბავი თიბავს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული სწრაფი მოძრაობებით. თეორიულად, შეიძლება დამზადდეს ცაციებისათვის მოსახმარებელი ცელი და ცაცია მუშაკი გათიბავს საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობებით.
 
==გამოყენება==
 
ცელის საშუალებით მუშაობას თიბვას უწოდებენ. ზმნა "ცელვა", "მოცელვა" ქართულში ოდნავ სხვა აზრით გამოიყენება: წაქცევა უეცარი ბიძგის ან ფეხებიდან საყრდენის უეცრად გამოცლის საშუალებით. თიბვა მემარჯვენეებისათვის შემდეგნაირად ხორციელდება: ზედა სახელურზე მაგრდება მარცხენა ხელი, შუა სახელურზე _ მარჯვენა და თითქმის გაშლილი ხელებით, ისე რომ მჭრელი პირი მიწის ზედაპირის პარალელური რჩება, მთიბავი (ხშირად მთელი ტორსის დახმარებით) სწრაფად ამოძრავებს ცელს მარჯვნიდან მარცხნისკენ. ცელი გრძელიგრძელ რკალს შემოწერს და მთიბავის მარცხნივ აგროვებს მოთიბულ ბალახს. თიბვა ხორციელდება მდგრადი რიტმის შენარჩუნებით; ეს მეტად დამღლელი და დიდი ენერგიის ხარჯვით მიმდინარე პროცესია. მთიბავი ხშირად ისვენებს და ამ დროით სარგებლობს მჭრელი პირის გალესვისთვის. სწორი ტექნიკა მდგომარეობს რკალების საშუალებით ბალახის თანაბარი ფართობის მოთიბვაში. დამწყებების ხშირი შეცდომაა სწორი კუთხით, მართკუთხედის ფართობზე მოთიბვა, რაც გაცილებით დამღლელი და არაეფექტურია. ნიადაგთან ძალიან ახლოს თიბვამ შეიძლება დააბინძუროს ცელის პირი და მალე დააბლაგვოს იგი. დიდი გამოცდილება და სიმარჯვეა საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგიდან თანაბარ და ეფექტურ დისტანციაზე გვეკავოს ცელის პირი თიბვისას.
 
 
ხაზი 16:
ცელი გამოგონებული იქნა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 500 წელს ჩვ.წ.აღ-მდე და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მასიურად შევიდა მხოლოდ ჩვ. წ. აღ-ის მე-12 ან მე-13 საუკუნეებში.
 
ევროპელთაგან ალბათ ერთ-ერთი პირველები, რომაელები იცნობდნენ ცელს სახელით falx foenaria (განსხვავებით ნამგლისაგან, რომელსაც უწოდებდნენ falx messoria)<ref>Sir William Smith, "Dictionary of Greek and Roman Antiquities" </ref>. ძველი სკვითები იყენებდნენ ამ იარაღს და ზოგიერთ ენაში (მაგ., ინგლისურ ენაში) ცელი და [[სკვითი]] ერთნაირად იწერება<ref>Jack Herer, "Flesh of The Gods" (Emboden, W.A., Jr., Praeger Press, NY, 1974.)</ref>.
 
 
==მითოლოგია==
 
როგორც ჩანს, ცელს ძველი ბერძნებიც იცნობდნენ: ზევსის მამა, ღმერთი [[კრონოსი]] ხშირად გამოისახებოდა ცელით ხელში. უკვე ქრისტიანულ სიმბოლიკაში, [[აპოკალიფსის ოთხი მხედარი]] ხშირად გამოისახებოდა ცელით შეიარაღებული (განსაკუთრებით, ერთი მათგანი, [[სიკვდილი]]). ეს ძირითადად ეყრდნობოდა ბიბლიურ რწმენას იმის შესახებ, რომ სიკვდილის ანგელოზი არის "სულების მთიბავი".
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცელი“-დან