თეიმურაზ გვანცელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
2000 წელს აირჩიეს აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) ნამდვილ წევრად.
 
თეიმურაზ გვანცელაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: აფხაზური, აბაზური და ქართული ენების სტრუქტურის, ისტორიისა და ფუნქციონირების კვლევა; ლინგვისტური კავკასიოლოგია; თეორიული ენათმეცნიერება სოციოლინგვისტიკისა და ლინგვოკულტუროლოგიის ჩათვლით; აფხაზურ–აბაზური ფოლკლორი; აფხაზური ლიტერატურის ისტორია.
თეიმურაზ გვანცელაძეს საქართველოში, რუსეთში, სომხეთში, პოლონეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ისრაელში დღემდე გამოქვეყნებული აქვს 277 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, აფხაზურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, უკრაინულ ენებზე. ამ ნაშრომთაგან 20 წიგნი და ბროშურაა.
 
თეიმურაზ გვანცელაძეს საქართველოში, რუსეთში, სომხეთში, პოლონეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ისრაელში დღემდე გამოქვეყნებული აქვს 277 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, აფხაზურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, უკრაინულ ენებზე. ამ ნაშრომთაგან 20 წიგნი და ბროშურაა.
 
2003 წელს მოიპოვა იუნესკოს გრანტი და ამ გრანტის საფუძველზე შეადგინა და გამოსცა ორტომეული "აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის" (ტ.1: აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა (დაწერილია ქართულად) და აფხაზურ-ქართული ლექსიკონი; ტ.2: ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (დაწერილია აფხაზურ ენაზე) და ქართულ-აფხაზური ლექსიკონი). ორტომეულს იუნესკოს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვნელმა პოლ ჰექტორმა უნიკალური და მსოფლიოს კონფლიქტური რეგიონებისათვის სანიმუშო ნაშრომი უწოდა.
Line 32 ⟶ 34:
 
არის იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2004 წ.) და გამგეობის თავმჯდომარე.
 
თ. გვანცელაძე თარგმნის აფხაზური და აბაზური ენებიდან.
 
თ. გვანცელაძის სამეცნიერო პუბლიკაციების ნაწილი (მონოგრაფიები, ბროშურები, წყაროთა პუბლიკაციები და თარგმნილი ლიტერატურა):
1.სერგეი ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის. აფხაზურიდან თარგმნეს ა. არაბულმა და თ. გვანცელაძემ. თბ. 1988;
2.ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების ძირითადი პრინციპები აფხაზურსა და აბაზურ ენებში. თბ., 1991;
3. ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებანი სიმფონია-ლექსიკონითურთ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, სიმფონია-ლექსიკონი შეადგინეს და წინასიტყვაობა დაურთეს ა. არაბულმა, თ. გვანცელაძემ, და ა.ლომთაძემ. თბ., 1996;
4. ნიკოლოზ ბარათაშვილი. თხზულებანი სიმფონია-ლექსიკონითურთ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, სიმფონია-ლექსიკონი შეადგინეს და წინასიტყვაობა დაურთეს ა. არაბულმა, თ. გვანცელაძემ, და ა.ლომთაძემ. თბ., 1996;
5. აფხაზეთთან დაკავშირებული ჩანართები ჯუანშერის მატიანის ტექსტში. თბ., 1997;
6. მცირე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბ., 2000;
7. აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის. ტ.1. აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა (ქართულ ენაზე) და აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბ. 2003;
8. აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის.ტ.2: ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აფხაზურ ენაზე) და ქართულ-აფხაზური ლექსიკონი. თბ. 2003;
9. აბაზური ფოლკლორი. პწკარედული თარგმანი აბაზურიდან თ. გვანცელაძისა. თბ., 2003;
10. ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში. თბ., 2006;
11. თეუცვაჟ ყატი. ჩერქეზის საქართველო. რუსულიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და მ. ტაბიძემ. თბ., 2007;
12. აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის ლინგვისტური საფუძვლები. თბ., 2008;
13. აბაზური ფოლკლორი. პწკარედული თარგმანი აბაზურიდან თ. გვანცელაძისა.კრებულში: "კავკასიის ხალხთა ფოლკლორი". თბ., 2008;
14. ქართულ-აფხაზურ ლინგვოკულტურულ ურთიერთობათა ისტორია.1.აკაკი წერეთლის "გამზრდელი". დამხმარე სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სტუდენტთათვის. პოემის ქართული ტექსტი დიმიტრი გულიასეული აფხაზური თარგმანითურთ გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაურთო და აფხაზურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი შეადგინა თ. გვანცელაძემ. თბ., 2008;
15. Лингвистические основы этнической истории Абхазии: основные проблемы. Тбилиси, 2009;
16. Отрицательные формы глагола в абхазском и абазинском языках. Тбилиси, 2010;
17. ქართულ-აფხაზურ ლინგვოკულტურულ ურთიერთობათა ისტორია.1.აკაკი წერეთლის "გამზრდელი". დამხმარე სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სტუდენტთათვის. პოემის ქართული ტექსტი დიმიტრი გულიასეული აფხაზური თარგმანითურთ გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაურთო, აფხაზურ-ქართული და ქართულ–აფხაზური სასწავლო ლექსიკონები შეადგინა თ. გვანცელაძემ. მეორე გამოცემა. თბ., 2010;
18. აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობა.1. თბ., 2011 (თანაავტორი – მანანა ტაბიძე);
19. Основные аспекты идентности абхазов, живущих в Аджарии. Тбилиси, 2011 (თანაავტორები: მანანა ტაბიძე, თამარ გითოლენდია, სოფიკო ჭაავა);
20. Basic Aspects of Identity of the Abkhazians Living in Ajaria. Tbilisi, 2011 (თანაავტორები: მანანა ტაბიძე, თამარ გითოლენდია, სოფიკო ჭაავა);
21. აფხაზური ენა. სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება. თბ., 2011;
22. აფხაზურ–ქართული ლექსიკონი. თბ., 2012;
23. ქართულ–აფხაზური ლექსიკონი. თბ., 2012;
24. უპირველესი... დიმიტრი გულია. ლექსები და შაირები. რეპრინტული გამოცემა ეძღვნება აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის 100 წლისთავს. თბ., 2012 (აფხაზურ ენაზე, წინასიტყვაობა აფხაზურ და ქართულ ენებზე).
 
== ლიტერატურა ==