მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.189.85-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MerlIwBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 6:
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.
 
[[ეგვიპტე]]ში [[1163]] წელს დაწყებული ბრძოლა, [[ფატიმიდები]]ს დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. [[1169]] წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. [[1174]] წელს სალადინი აერთიანებს [[სირია]]ს, [[ეგვიპტე]]სა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს [[აიუბედები]]'''''კურსივის ტექსტი'''''დინასტია.
 
ამავე [[1174]] წელს იერუსალიმის მეფე [[ამალრიკ I (იერუსალიმი)|ამალრიკ I]] კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი [[ბალდუინ IV (იერუსალიმი)|ბალდუინ IV]]. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება [[კეთრი]]თ, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც [[1177]] წელს, 16 წლის ასაკში, [[მონჟისარის ბრძოლა]]ში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა [[რენო დე შატიიონი]], კაცი, რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას. შატიიონი ძალიან ხშირად ესხმოდა თავს არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.ტრაკი დააკისრეს
 
[[1185]] წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი [[ბალდუინ V (იერუსალიმი)|ბალდუინ V]] ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ეს დედას [[სიბილა (იერუსალიმი)|სიბილასა]] და მის მეორე ქმარს [[გი დე ლუზინიანი|გი დე ლუზინიანს]]. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიღო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და [[1187]] წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა. აქედან იწყებოდა [[ჰატინი]]ს უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.
 
სრულიად დეზორგანიზებული ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, მეფემ ჭიქა გამოართვა და რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმაც წყალი შესვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი [[დამასკო]]ში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა [[1187]] წლის [[2 ოქტომბერი|2 ოქტომბერს]] აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი [[ასკალონი]], [[იაფა]] და [[აკრა]].
 
== ომის დაწყება ==