ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Tionesta-ac-moss2.jpg|მინი|250პქ]]
'''ხავსისნაირნი (Bryophyta),''' უმაღლეს, ძირითადად, [[ხმელეთი|ხმელეთის]] ავტოტროფულ [[მცენარე|მცენარეთა]] განყოფილება. აქვთ სპორანგიუმი სპორათწარმომქმნელი ქსოვილით (არქესპორიუმი), გამეტანგიუმები _ მამრობითი (ანთერიდიუმი) და მდედრობითი (არქეგონიუმი). არსებობს ჰიპოთეზა ხავსთა მწვანე წყალმცენარეებიდან განვითარების შესახებ, მაგრამ რთული სტრუქტურები (ანთერიდიუმი, არქეგონიუმი, ბაგეები) მიუთითებს მათ ხმელეთზე საერთო წარმოშობაზე სხვა უმაღლეს მცენარეებთან ერთად. ახასიათებთ თაობათა მორიგეობა, განვითარების ციკლში ჭარბობს გამეტოფიტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა და განსახლება ვეგეტატიური გამრავლების საშუალებით. გაურბიან ქლორიდულ და სულფატურ დამლაშებას. გამძლე არიან ზოგადად სიმშრალის მიმართ, თუმცა მათი სქესობრივი გამრავლებისათვის აუცილებელია [[წყალი]]. უძველესი ჯგუფია. [[ღვიძლის ხავსები]] ცნობილია [[დევონური_პერიოდი|დევონური პერიოდიდან]], ხოლო ღეროფოთლოვანი _ [[კარბონული_პერიოდი|კარბონულიდან]]. მეოთხეული პერიოდის [[ხავსები]] ფაქტობრივად არ განსხვავდება თანამედროვე სახეობებისაგან.
 
ხავსისნაირნი ყველაზე პრიმიტიული უმაღლესი მცენარეებია. ეს განყოფილება მოიცავს 3 კლასს: ანთოცეროტოვანებს, ღვიძლის ხავსებსა და ღეროფოთლოვან ხავსებს. მარტივი აგებულების, უფრო ხშირად, მრავალწლოვანი მცენარეებია. მათი სიმაღლე 1 სმ-დან 50 სმ-მდე აღწევს. ახასიათებთ განვითარების ერთიანი ციკლი, რომელიც სქესიანი თაობის _ გამეტოფიტის დომინირებით გამოირჩევა. განვითარების ციკლს თან ახლავს დიპლოიდური სპოროფიტის გამოყოფა ჰაპლოიდურ გამეტოფიტზე. სქესიანი და უსქესო თაობები ვითარდება ერთობლივად, ერთ მცენარეზე, ე.ი. თაობათა მორიგეობას პირობითი ხასიათი აქვს. სპორისაგან ვითარდება მრავალუჯრედიანი პროტონემა. პროტონემაზე წარმოქმნილი კვირტებიდან ჯგუფურად (კორდი, ბალიში) იზრდება ორ- ან ერთსქესიანი, ორ- ან ერთსახლიანი ღეროები. სქესობრივი გამრავლების ორგანოები _ ანთერიდიუმი და არქეგონიუმი განლაგებულია სტერილურ ძაფებს (პარაფიზები) შორის და გარშემორტყმულია ფოთლისებური წანაზარდებით.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხავსისნაირნი“-დან