ჭარხალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჭარხალი (Beta)''', ერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარეთა [[გვარი]] ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. გვარში 13 სახეობაა (11 ველური, 2 კულტურული). კულტურული სახეობებია: [[ფოთლოვანი ჭარხალი]] ანუ [[მანგოლდი]] (Beta cicla) და [[ჩვეულებრივი ჭარხალი]] _ ძირფესვიანი ჭარხალი (Beta vulgaris), რომელიც იყოფა ევროპულ და აზიურ ქვესახეობებად. სელექციის შედეგად გამოყვანილია კულტურული ჭარხლის სხვადასხვა ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია [[სუფრის ჭარხალი]], [[საკვები ჭარხალი]] და [[შაქრის ჭარხალი]]. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს კულტურა გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.
 
 
[[შაქრის ჭარხალი]] მნიშვნელოვანი ტექნიკური კულტურაა. იძლევა ნედლეულს შაქრის მრეწველობისათვის. პირველ წელს ივითარებს შაქრით მდიდარ (23%-მდე) ძირხვენას (საშუალოდ იწონის 300-600 გრამამდე). თესვის ნორმაა 10-28 კგ/ჰა. ჯიშები: იალტუშკოვსკაია, ერთთესლიანი, რამონსკაია 06, რამონსკაია 100 და სხვა.
 
==ლიტერატურა==
 
ქსე, ტომი 11, გვ. 385, 1987 წ.
გ. კვაჭაძე.
 
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.
 
[[ar:شمندر]]