ჭარხალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) No edit summary |
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 1:
ჭარხალი (Beta), ერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარეთა [[გვარი]] ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. გვარში 13 სახეობაა (11 ველური, 2 კულტურული). კულტურული სახეობებია: [[ფოთლოვანი ჭარხალი]] ანუ [[მანგოლდი]] (Beta cicla) და [[ჩვეულებრივი ჭარხალი]] _ ძირფესვიანი ჭარხალი (Beta vulgaris), რომელიც იყოფა ევროპულ და აზიურ ქვესახეობებად. სელექციის შედეგად გამოყვანილია კულტურული ჭარხლის სხვადასხვა ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია [[სუფრის ჭარხალი]], [[საკვები ჭარხალი]] და [[შაქრის ჭარხალი]]. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს კულტურა გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.
[[სუფრის ჭარხალი]] წითელი, საბოსტნე მცენარეა, პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და სხვადასხვა ინტენსივობის წითლად შეფერილ ძირხვენას. საკვებად იყენებენ ახალგაზრდა მცენარეს და ძირხვენას. ჭარხლის თესვის ნორმაა 16-20 კგ/ჰა. იძლევა დიდ მოსავალს: 400-1000 [[ცენტნერი]]/ჰა.
[[საკვები ჭარხალი]] მაღალი კვებითი ღირებულებისაა. 100 კგ ძირხვენა შეიცავს 12,2 საკვებ ერთეულს და 0,9 კგ მონელებად პროტეინს (ფოთოლი, შესაბამისად, 10,2 კგ და 1,8 კგ). მოსავლიანობა: 300-400 ც/ჰა. ჯიშები: ეკენდორფის ყუვითელი, ბარესი, "პობედიტელი" და სხვ.
[[შაქრის ჭარხალი]] მნიშვნელოვანი ტექნიკური კულტურაა. იძლევა ნედლეულს შაქრის მრეწველობისათვის. პირველ წელს ივითარებს შაქრით მდიდარ (23%-მდე) ძირხვენას (საშუალოდ იწონის 300-600 გრამამდე). თესვის ნორმაა 10-28 კგ/ჰა. ჯიშები: იალტუშკოვსკაია, ერთთესლიანი, რამონსკაია 06, რამონსკაია 100 და სხვა.
გ. კვაჭაძე.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.
|