ჭარხალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ჭარხალი (Beta), ერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარეთა [[გვარი]] ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. გვარში 13 სახეობაა (11 ველური, 2 კულტურული). კულტურული სახეობებია: [[ფოთლოვანი ჭარხალი]] ანუ [[მანგოლდი]] (Beta cicla) და [[ჩვეულებრივი ჭარხალი]] _ ძირფესვიანი ჭარხალი (Beta vulgaris), რომელიც იყოფა ევროპულ და აზიურ ქვესახეობებად. სელექციის შედეგად გამოყვანილია კულტურული ჭარხლის სხვადასხვა ჯიში, რომელთაგან აღსანიშნავია [[სუფრის ჭარხალი]], [[საკვები ჭარხალი]] და [[შაქრის ჭარხალი]]. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს კულტურა გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.
 
[[სუფრის ჭარხალი]] წითელი, საბოსტნე მცენარეა, პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და სხვადასხვა ინტენსივობის წითლად შეფერილ ძირხვენას. საკვებად იყენებენ ახალგაზრდა მცენარეს და ძირხვენას. ჭარხლის თესვის ნორმაა 16-20 კგ/ჰა. იძლევა დიდ მოსავალს: 400-1000 [[ცენტნერი]]/ჰა. საქსრთველოში დარაიონებული ჯიშებია გორული, ერფურტის, ბორდო-237, ოდნოროსტკოვაია და სხვ.
 
[[საკვები ჭარხალი]]