ელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ელი''', ([[თურქ.]], [[აზერბ.]] ილ, ელ - ტომი, ხალხი), მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში. ელის შემოჭრისა და დამკვიდრების ცდა საქართველოში დაკავშირებული იყო მომთაბარე ხალხების ([[სელჩუკები]], [[მონღოლები]], [[თურქმანები]]) შემოსევებთან. XI საუკუნიდან ისინი ბრძოლით იკავებდნენ მცირე აზიისა და ამიერკავკასიის ტერიტორიას. საქართველოში ელიის ჩამოსახლება იქცა [[სეფიანები|სეფიანთა]] დინასტიის შაჰების პოლიტიკად, რომლის მიზანი იყო ქართული ფეოდალური მიწათმფლობელობისა და სახელმწიფოებრიობის მოსპობა. [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I-მა]] ელი დიდ მასებად ჩაასახლა მის მიერ გაჟლეტილი და ირანში გადასახლებული კახელების მიწა-წყალზე. ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში ფეხს იკიდებდა ნახევრად პატრიარქალური, ნახევრად ფეოდალური წყობის, ეთნიკურად უცხო სოციალური ძალა, რომლის ჩამორჩენილი ეკონომიკური ბაზა (ექსტენსიური მეურნეობა, ფეოდალური მიწათმფლობელობის ზრდადაუსრულებელი ფორმები) საფუძველს აცლიდა საქართველოს სამიწათმოქმედო მეურნეობის ინტენსიურ დარგებს და გადაგვარებით ემუქრებოდა ადგილობრივ სოციალურ-პოლიტიკურ წყობილებას. ელის დამკვიდრება შაჰ-აბას-I-ის გეგმის ქართულ-ქრისტიანული სამეფოების "გურჯისტანის" სახანოებად გადაქცევის დასაწყისი იყო. ეს გეგმა ჩაშალა [[მარტყოფის ბრძოლა 1625|მარტყოფის]] ბრძოლამ [[სააკაძე, გიორგი|გ. სააკაძის]] მეთაურობით. თურქმანული ტომების ჩასახლების მორიგი ცდა [[აბას II|შაჰ-აბას II-ის]] დროს ჩაშალა [[კახეთის აჯანყება 1659|კახეთის
==ლიტერატურა==
* ''გაბაშვილი ვ.'', ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958
|