ალავერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Jaba1977 ცვლილებების გაუქმება (№2298370)
ხაზი 11:
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
 
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას ([[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე]] კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს [[გუმბათის ყელი]] მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. [[1742]] მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო [[თამარ მეფე|დედოფალმა თამარმა]] (1750) და დაამთავრა [[ერეკლე II|ერეკლე II-მ]]. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ ([[1966]]) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
 
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. [[1615]] ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, [[ფეიქარ-ხანი]]ს აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. [[ფილიპე ალავერდელი]] (XVI-XVII სს.), [[ზებედე II|ზებედე]] მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), [[ნიკიფორე ირბახი]] (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), [[მარიამ-მაკრინა|მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი]] (XVIII ს.) და სხვები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალავერდი“-დან