ყვავილოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying tl:Magnoliophyta to tl:Halamang namumulaklak
No edit summary
ხაზი 5:
| სურათის აღწერა = [[Magnolia virginiana]]
| სამეფო = მცენარეები
| განყოფილება =[[ფარულთესლოვნები]]
| კლასი =
| რიგი =
ხაზი 24:
ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების — [[ალკალოიდები]]ს, [[ეთერზეთები]]ს, [[გლიკოზიდები]]ს და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით [[ფოთლები]]ს), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი [[ყვავილი]], რომელშიც ნაყოფის [[ფოთლები]]საგან ანუ მეგასპოროფილებისაგან შექმნილი დახურული სათავსი-ნასკვია განვითარებული.
 
ნასკვის კედლებზე [[თესლკვირტები]] სხედან. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — '''[[ფარულთესლოვანები]]'''. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. [[ნასკვი]]ს წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.<ref name="qse" />
 
'''ფარულთესლოვნები''' (Angiospermae), '''ყვავილოვნები''' (Magnoliophyta ანუ Anthophyta), [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეთა]] განყოფილებაა. მათთვის დამახასიათებელია ტიპური ყვავილი, რომელიც [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვანთა]] სტრობილებისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ მეგასპოროფილი გადაქცეული აქვთ ნაყოფფოთლად. ნაყოფფოთლების შეზრდით წარმოიქმნება ღრუ სხეული, რომელშიც თესლკვირტები ვითარდება. ფარულთესლოვნებისთვის დამახასიათებელია [[ორმაგი განაყოფიერება]]. ფარულთესლოვნები ყველაზე მრავალგვაროვანი ჯგუფია.<ref>{{ქსე|10|234||არა}}</ref>