იეჰოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Authorized King James Version.png|thumb|"იეჰოვა" გამოსვლა 6:3<br>(1611 ''[[მეფე ჯეიმსის თარგმანი]]'')]]
{{ვიკი}}
 
'''იეჰოვა,''' '''ჲაჰვე, (ძველქართული იეღოვა)''' წარმოადგენს ივრითისეულ ოთხასოეულის, ტეტრაგრამატონის ჲჰვჰ, יהוה-ს ლათინურ ვერსიას, საიდანაც გავრცელდა სხვადასხვა ენებში. არისიგი აბრაამისეულ რელიგიების ორ განაყოფში-იუდაიზმში და ქრისტიანობაში ისრაელის ღმერთის და მამა ღმერთის საკუთარი სახელისახელია. ტეტრაგრამატონის ქართულად თარგმნის მრავალი ვარიანტი არსებობს, მათ შორის: ,,მე ვარ, რომელიც ვარ," ,,მე ვარ, რომელიც იყო, არის და იქნება," ,,მე ვარ და მე ვიქნები შენთან," ,,მე ვქმნი და გარდავქმნი ყოველივეს," ,,მე ვანთავისუფლებ." ტეტრაგრამატონი დაახლოებით 7000-ჯერ არის წარმოდგენილი ბიბლიის ტრადიციულ, მასორეტულ ტექსტებში,; ხოლო უძველესი ლათინური ტრანსლიტერაცია მიეკუთვნება მეცამეტე საუკუნეს.
 
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტეტრაგრამატონის თანამედროვე გამოთქმა ,,იეჰოვა" უნდა უკავშირდებოდეს ჲჰვჰ-ს და ივრითში ღმერთის ერთ-ერთი ტიტულის ,,ადონაი"-ს კომბინირებულ ვარიანტს XII საუკუნიდან, თუმცა ზოგიერთი მოწმობით ეს ფორმა გვხვდება ჯერ კიდევ გვიანი ანტიკური ეპოქის ბოლოს. (V საუკუნე). აზრთა ამ და სხვა სხვადასხვაობის მიუხედავად მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ როგორც ჩანს ტეტრაგრამატონის ყველაზე ზუსტი ვოკალიზება [[თორა|თორას]] ძველ მანუსკრიპტებში (ძვ. წ-აღ.VI ს) უნდა ყოფილიყო ჲაჰვჱ, ჲაჰვე. მაგრამ დღემდე მაინც არ არსებობს ტეტრაგრამატონის აბსოლუტურად ზუსტი და უტყუარი ვოკალიზება იმ მიზეზის გამო, რომ ღმერთის საკუთარი სახელის წარმოთქმა იუდაიზმში, ისევე როგორც ადრეულ ქრისტიანობაში აკრძალული იყო პატივისცემის მიზნით. მიიჩნეოდა რომ არასრულყოფილ არსებას-ადამიანს ღმერთის წმინდა სახელი არ უნდა წარმოეთქვა მისდამი შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით. ღმერთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, ქიფურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფის იდეას, ფილოსოფიური გაგებით და მოიცავს ღმერთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში. ამიტომ ტეტრაგრამატონს ჩვეულებრივ კითხულობდნენ როგორც ადონაის (უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, ან ღმერთის კიდევ ერთ-ერთი ტიტულის, ცაბაოთ (საბაოთ) [ზეცათა] უფლის სახით. ამიტომაც დღესდღეობით ტერტრაგრამატონის ზუსტი ვოკალიზება დაკარგულია და მიიჩნევა რომ იგი შეიძლება წაკითხული იქნას ჲაჰვედ ან იეჰოვად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეჰოვა“-დან