ძროხისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა | სახელი = ძროხისებრნი | სურათის ფაილი = Sable bull.jpg | სურა...
 
No edit summary
ხაზი 45:
}}
'''ძროხისებრნი''' ([[ლათ.]] Bovidae) — მცოხნელი [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[წყვილჩლიქოსნები]]ს რიგისა. ნაირგვარი ზომა-წონა აქვთ, ჯუჯა ანტილოპის სიმაღლე მინდაოში 25 სმ, მასა 3 კგ აღწევს, [[ბიზონი]]ს სიმაღლე მინდაოში კი 200 სმ, მასა 1000 კგ-მდეა. ზოგი სახეობა მოხდენილია, ზოგი მასიური აგებულებისაა. ხარებს (მრავალი სახეობის ფურებსაც) ორი წაწვეტებული რქა აქვთ (გამონაკლისია [[ოთხრქა ანტილოპი]]). რქები მუდმივია და არ იცვლება. თითები 4-4-ია, მაგრამ 2 და 4 თითი ძალზე პატარებია. კუჭი ოთხსაკნიანია. ძროხისებრნი გავრცელებული არიან [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, [[აფრიკა]]სა და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]. ცხოვრობენ ველებზე, სავანებში, პრერიებში, ალპურ მდელოებზე, ტყეებში. ზოგი ვერტიალურად [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 5000 მ-მდე აღწევს. იკვებებიან მცენარეულობით. [[მაკეობა]] გრძელდება 4-11 თვემდე. შობენ 1-5 ნაშიერს. ძროხისებრნთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ზოგი მატგანი (ძროხა, კამეჩი, ცხვარი, თხა) მოშინაურებულია და გამოყენებულია მეურნეობაში. ოჯახში 6 ქვეოჯახის 43 გვარი და 109 სახეობაა. [[საქართველო]]ში გვხვდება 5 სახეობა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|282|ჯანაშვილი ა.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძროხისებრნი“-დან