დავით ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები, ვიკიფიცირება, გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება, გასწორდა თხრობის სტილი
ხაზი 1:
'''დავით (დათა) ვაჩნაძე''' (დ. [[1884]], [[დიდი ლილო]], — გ. [[23 იანვარი]], [[1962]], [[მიუნხენი]]) — ქართველი პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე.
{{წყარო}}
{{ვიკი}}
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი მოამაგე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი დავით (დათა) ვაჩნაძე დაიბადა 1884 წელს სოფელ დიდ დიღომში.
 
დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, თავად ვლადიმერ ვაჩნაძისა და ელენე მაჩაბლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (1894-1902), შემდეგ — პეტერბურგის პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელში. 1907 სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპურჩიკის წოდებით. ჩაება საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. 1912 წელს [[რევაზ გაბაშვილი|რევაზ გაბაშვილთან]] ერთად დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „კლდე“, რომელშიც ბეჭდავდა სტატიებს „დავით კახელის“ და „ეკალის“ ფსევდონიმებით.
როგორც მისი ავტობიოგრაფიული ცნობებიდან ვიგებთ, მისი მამა, ვლადიმერ ვაჩნაძე სოფ. ბაკურციხიდან, რუსეთის არმიის არტილერიის პოლკოვნიკი იყო. გარდაიცვალა თავისივე სოფელში 1919 წლის ოქტომბერში. დედა - ელენე მაჩაბლისა იყო სოფელ დიდი ლილოდან. დედ-მამას ჰყავდა ოთხი შვილი: დავითი, ნინო, თამარი და ქეთევანი.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს დავითი იყო „თბილისის ქართული დრუჟინის“ უფროსის, პოლკოვნიკ [[გიორგი ჯანდიერი]]ს ადიუტანტი. 1915 წელს დაუკავშირდა 1914 წელს ჟენევაში [[პეტრე სურგულაძე|პეტრე სურგულაძის]] მიერ დაარსებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“, ეხმარებოდა [[გიორგი მაჩაბელი|გიორგი მაჩაბელს]] გერმანული წყალქვეშა ნავით საქართველოში იარაღისა და ფულის შემოტანის ორგანიზებაში. 1917 წელს დავით ვაჩნაძე გახდა [[საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა 1917 წელს დაარსებულ ეროვნულ-დემოკრატთა პარტიულ გაზეთ „საქართველოსთან“. იყო „ქართული ეროვნული საბჭოსა“ და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი. 1918 წლის ივნისში დაინიშნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] რწმუნებულად გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიასთან. ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. 1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მაიორ გიორგი აფხაზთან ერთად უზრუნველყო საქართველოდან გერმანიის მისიის უსაფრთხო ევაკუაცია [[ბათუმი]]ს გზით. 1918 წლის დეკემბერში პოლოვნიკის წოდებით მონაწილეობდა [[სომხეთ-საქართველოს ომი|სომხეთთან ომში]]. 1921 წლის თებერვალში [[წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში|წითელი არმიის შემოჭრის]] დროს ჩამოაყალიბა 400 მოხალისისგან შემდგარი რაზმი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წ. დაპატიმრებული იყო. 1924 თებერვალში საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924-26 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკსიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი.
დაწყებითი განათლება დავით ვაჩნაძემ ოჯახში მიიღო. თბილისის კადეტთა კორპუსის (1894-1902წ.წ.) დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი შედის პეტერბურგის პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობს ქ. ვარშავაში, მე-15 მესანგრეთა ბატალიონში. 1905 წელს გადმოიყვანეს თბილისში სადაც აგრძელებდა სამხედრო სამსახურს.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის გრაფ შულენბურგის მიწვევით იმყოფებოდა ბერლინში, თუმცა შულენბურგის გეგმის ჩაშლის შემდეგ ვენაში გადასახლდა. ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა. საქართველოში დარჩენილი მისი მეუღლე და ქალიშვილების ყაზახეთში იყვნენ გასახლებულები.
1909-1910 წლებში ჩაება ქართულ საზოგადოებრივ და ეროვნულ საქმიანობაში, დაიწყო სამწერლო-პუბლიცისტური მოღვაწეობა.
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4096:famous-georgians&catid=3:0103sazogadoeba&Itemid=3 Famous Georgians - დავით ვაჩნაძე] / რუსუდან დაუშვილი. Prime Time News. 9 აპრილი, 2012 წ.
 
{{DEFAULTSORT:ვაჩნაძე, დავით}}
1912 წელს მან რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ყოველკვირეული ეროვნული მიმართულების ჟურნალი "კლდე", სადაც თანამშრომლობდნენ შალვა ამირეჯიბი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), მიხეილ ჯავახიშვილი. დავით ვაჩნაძე ჟურნალში აქვეყნებდა სტატიებს ფსევდონიმებით "დ. კახელი" და "ეკალი".
 
[[კატეგორია:დაბადებული 1884]]
1914-1915 წლებში დავით ვაჩნაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ქართველი თავადაზნაურობის მარშლის, თავად კონსტანტინე (კოტე) აფხაზის მოწოდებით მონაწილეობდა "თბილისის ქართული დრუჟინის" შედგენაში, რომლის უფროსად დანიშნეს ჯერ გენერალი ალექსანდრე ვაჩნაძე, შემდეგ კი პოლკოვნიკი გიორგი ჯანდიერი, რომლის ადიუტანტადაც გვევლინება დავით ვაჩნაძე.
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1962]]
 
[[კატეგორია:ქართველები]]
დრუჟინის მთავარი დანიშნულება იყო, რუსის ჯარებისაგან დაეცვა ოსმალეთის ფრონტზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მუსულმანები და მათი სოფლები, რაც ქართულმა რაზმებმა ბრწყინვალედ შეასრულეს.
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
1915 წელს დავით ვაჩნაძე უკავშირდება საზღვარგარეთ არსებულ "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს" (ჟენევა - ბერლინი - სტამბოლი), რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის მომზადების საკითხში.
[[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ემიგრანტები]]
1917 წელს დავით ვაჩნაძე თავის მომხრეებთან ერთად აარსებს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და ხდება მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. აღსანიშნავია, მისი მონაწილეობა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის 12 მარტს.
 
1917 წლის ნოემბერში შეიქმნა "ქართული ეროვნული საბჭო", დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი (1918 წლის 26 მაისი) საქართველოს რესპუბლიკის პირველ პარლამენტად იქცა. მისი წევრი ხდება დავით ვაჩნაძე, რომელსაც გენერალ კონსტანტინე აფხაზთან ერთად მემარჯვენე ფრთისაგან ირჩევენ "სამხედრო კომისიის" წევრად.
 
1918 წლის ივნისში დავით ვაჩნაძე საქართველოს მთავრობის წარდგენით ინიშნება საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად "გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიასთან" გენერალ ფონ კრესენშტაინის მეთაურობით. დავით ვაჩნაძე ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში. იმავე წლის ოქტომბერში სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის და დამსახურებისათვის პოლკოვნიკი დავით ვაჩნაძე დაჯილდოვდა "თამარ მეფის ორდენით".
 
1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია იძულებულია, საქართველოდან გაიწვიოს თავისი შეიარაღებული ძალები და სამხედრო დიპლომატიური მისია გენერალ კრესენშტაინის მეთაურობით. კავკასიაში მის ადგილს ინგლისის ჯარი იკავებს, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ვაჩნაძე“-დან