დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|დავით II}}
{|border=0 cellpadding=10 width=100%
|- bgcolor=whitesmoke
|<small>საკუთარ სახელს "''' დავით'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[დავით]]
|}</small>
 
'''დავით II''' († [[ნოემბერი]], [[1795]]), იმერეთის მეფე [[1784]]-[[1789]] წლებში, [[გიორგი VII, იმერეთის მეფე|გიორგი VII-ის ძე]], [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] ბიძაშვილი. ტახტზე ავიდა მსხვილი ფეოდალებისა და [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანის]] მხარდაჭერით. ამავე დროს ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა სოლომონ I-ის ძმისშვილი [[სოლომონ II|დავით არჩილის ძე]] (შემდეგში სოლომონ II), რომელიც სოლომონ I-ს ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. [[1784]] დავით II-მ რუსეთში ელჩები გაგზავნა და იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა. ამით უკმაყოფილო თავადები (პაპუნა წერეთელი, ბერი წულიკიძე და სხვები) დავით არჩილის ძეს დაუკავშირდნენ და მისი გამეფება მოინდომეს. დავით II-მ მოწინააღმდეგე თავადები გადააყენა და მათ ადგილზე თავისი ერთგულნი დააწინაურა. ამით ურთიერთობა მათ შორის უფრო გამწვავდა. მოწინააღმდეგე თავადთა პოზიცია გაძლიერდა [[1788]]-იდან, როცა მათ ოდიშის ახალი მთავარი გრიგოლ დადიანიც შეუერთდა. დადიანმა პოლიტიკური მიზნით დავით არჩილის ძე თავის დაზე დააქორწინა. [[მათხოჯის ბრძოლა 1789|მათხოჯის ბრძოლაში (1789)]] დავით II დამარცხდა და ახალციხის საფაშოში გაიქცა, დავით არჩილის ძე კი მეფედ გამოაცხადეს სოლომონ II-ის სახელით. [[1790]] დავით II ახალციხის საფაშოს ჯარით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაბრუნება. სოლომონმა იმავე წლის დამლევს დაიბრუნა ტახტი. შემდეგში დავით II [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] შუამდგომლობით იმერეთში დაბრუნდა, საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. [[1792]] და [[1794]] წლებში მომხრე დიდებულთა დახმარებით იგი კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც გარდაიცვალა.