აპიუს კლავდიუსი ბრმა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2+) (ბოტის დამატება: zh:克劳狄)
No edit summary
'''აპიუს კლავდიუსი ბრმა''' (დაახ. [[ძვ. წ. 340]] - [[ძვ. წ. 273]]) - [[რომის რესპუბლიკა|რომის რესპუბლიკის]] სახელმწიფო მოღვაწე, [[ცენზორი]] და მწერალი.
 
აპიუს კლავდიუსი იყო კლავდიუსების პატიციული ოჯახიდან. [[ძვ. წ. 312]] წელს იგი [[გაიუს პლავტიუსი|გაიუს პლავტიუსთან]] ერთად ცენზორად აირჩიეს. მისი ცენზორობის დროს აშენდა ცნობილი [[აპიუსის გზა]] და პირველი [[აკვედუკი]]. ეს ქმედებები მან მარტო ჩაიდინა, ვინაიდან მან [[რომის სენატი|სენატში]] ბევრი უღირსი სენატორი ჩარიცხა და დაკანონებული 1.5 წლის ნაცვად მან ცენზორობა ძველებურად, 5 წლით გაიხანგძლივა, მიუხედავად იმისა რომ მისი კოლეგა გადადგა. [[ტიტუს ლივიუსი]] ყველა, რომ აპიუსმა უბიძგა [[პორტიციუსები (გვარი)|პორტიციუსების]] პატრიციულ გვარს, რომლებშიც [[ჰერკულესი]]ს ქურუმობა მემკვიდრეობით გადადიოდა, ესწავლებინათ მონებისთვის ქურუმების მოვალეობების შესრულება. ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში პორტიციუსების გვარი გაწყდა, მალე კი აპიუსი დაბრმავდა. ხალხმა ეს ღმერთების სასჯელად მიიჩნია.