ტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

39 ბაიტი დაემატა ,  8 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| iucn =3744
}}
'''ტურა''' (Canis aureus) — [[მტაცებლები|მტაცებელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[ცხოველები|ცხოველი]] [[ძაღლისებრნი|ძაღლისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა - 7-13 კგ. [[ზამთარი|ზამთრობით]] ჩალისფრადაა შეფერილი, [[ზაფხული|ზაფხულში]] ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ევროპა]]ში, [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]], [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]] და კუნძულ [[შრი-ლანკა]]ზე. [[საქართველო]]ში გვხვდება თითქმის ყველგან [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველებით, თევზებითა და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრზელდებგრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხასიხისაახარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა[[ცოფი]]სა და [[შავი ჭირისჭირი]]ს გამომწვევების გადამტანია.