დანიელ აგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
==2006-2007==
ეს ის წელია როდესაც დანიელ აგერი მერსესაიდში გადაბარგდა, მან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვან გრანდს შეუერთდა. მისი ტრანსფერი [[2006]] წელს შედგა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. დანიელი "ბრონდბისთან" ერთად აღარ გაემგზავრა სავარჯიშოდ, მან 12 იანვარს ლივერპულთან ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი სატრანსფერო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენდა, ამ ტრანსფერით ის გახდა დანიური კლუბის ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი რომელიც სხვა ქვეყანაში გადასულა სათამაშოდ. ასევე მაშინ ის იყო ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული მცველი. (დღესდღეობით ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გლენ ჯონსონია, რომელიც ლივერპულის ყოფილმა მწრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა 17 მილიონ ევროდ შეიძინა, ინგლისურ კლუბ პორტსმუთიდან).
 
ლივერპულში მისი თამაში მცირე ტრავმებით დაიწყო. 2006 წლის გაზაფხულზე მან ძირითად შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა. 2006 წლის მაისში მან 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანაც შეძლო. ამავდროულად იგი დანიის 21 წლამდე ნაკრებშიც არჩეული იქნა, ამ პერიოდში დანიელები 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ.
 
დანიელმა ლივერპულის შემადგენლობაში მთლიანი მატჩი ჩაატარა 2006 წელს "ფა ქომიუნითი შილდზე". მაშინ როცა მან ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღო იგი ძირითადი გუნდის რეგულარული მოთამაშე გახდა. ლივერპულის ვიცე-კაპიტანი ჯეიმი კარაგერი, [[დანიელ აგერი]] და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი სემი ჰიპია ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ. სამივენი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოდნენ.
 
დანიელ აგერმა თავისი პირველი გოლი 26 აგვისტოს 2006 წელს გაუტანა ვესტ ჰემ იუნაიტედს. ამ მატჩში წითლებმა 2:1 იმარჯვეს.
ამის შემდეგ დანიელ აგერმა "კოპის" ტრიბუნის მხარეს უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მანძილი კარამდე (32 მეტრი). ლივერპულის ყოფილმა მწრთვნელმა თავის შეგირდის გოლზე კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ, ის აღფრთოვანებული იყო დანიელის ამ დარტყმულით, როგორც მან განაცხადა დანიელი ვარჯიშებზეც გამოირჩევა ასეთი საოცარი დარტყმით. ეს გოლი "ბიბისის" მიერ დასახელებული იქნა თვის საუკეთესო გოლად, მოგვიანებით ეს გოლი დასახელდა პრემიერლიგის წლის საუკეთესო გოლად. 4 ოქტომბერს 2006 წელს "პროფესიონალურმა საფეხბურთო ასოციაციამ" (PFA) - ამ ფანების გამოკითხვაზე დაყრდონით, დანიელი თავისი მკვრივი და დამაჯერებელი თამაშისათვის დააჯილდოვა.
 
აგერმა თავისი მეორე გოლი "ლიგის თასზე" გასვლით მატჩი ბირმინგემს გაუტანა, გოლი პირველი ტაიმის კონფენსირებულ დროში იქნა გატანილი. მან მეოთხე გოლი 2007 წლის 31 მარტს არსენალს გაუტანა თაური დარტყმით, ეს მატჩი ლივერპულმა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო ანგარიში 4-1. პირველ ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის 2006-2007 წელს, აგერს საკმაოდ აკრიტიკებდნენ ლივერპულმა ეს მატჩი დათმო ლონდონის ჩელსთან სტემფორდ ბრიჯზე. [[დიდიერ დროგბამ|დიდიე დროგბა]] თავისი ოსტატობის ხარჯზე მოატყუა რამდენიმე მოთამაშე და საგოლე გადაცემაც გააკეთა. დანიელ აგერმა ფანების გული კვლავ მოიგო და ყველას დაავიწყდა ის კრიტიკა რაც აგერზე მოდიოდა, ლივერპულმა ლიგის განმეორებით მატჩი ჩელსი საკუთარ ენფილდზე მიიღო და ძირითად დროში 1-0 სძლია, გოლის ავტორი დანიელ აგერი გახდა, მას ასისტენტობა გუნდის უდავო ლიდერმა და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაუწია. ჯერარდმა და აგერმა საოცარი კომბინაცია გაითამაშეს და ამას აგერის ლამაზი გოლიც მოჰყვა. ეს მატჩი ლივერპულმა პენლების სერიაში მოიგო. ამ გამარჯვებით მერსესაიდელები ათენის საგზურიც მოიპოვეს, ათენში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტარდებოდა, ლივერპულის მეტოქე კვლავ იტალიის მილანი აღმოჩნდა, ბრიტანელთა სამწუხაროდ ლივერპულმა ეს მატჩი წააგო 2-1.
 
Line 49 ⟶ 53:
==2008-2009==
დანიელი დაბრუნდა მელვუდზე და კვლავ დაიწყო სრული დატვირთვის ვარჯიშები 12 ივლისს 2008 წელს. დანიელმა პირველი მატჩი ახალ სეზონში ტრანმერ როვერსთან ითამაშა ის შეცვლაზე იქნა შეყვანილი მოედანზე. მატჩის შემდეგ დანიმ განაცხადა.
 
დანიელი:"მე თითქმის თავიდან ვიწყებ ლივერპულურ კარიერას". დანიელ აგერი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მან ძირითადში დაიწყო სტანდარტ ლიგის წინააღმდეგ მატჩი. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. დანიელ აგერი ვეღარ ხვდებოდა შემადგენლობაში, მან ძალიან ბევრი დაისვენა აგვისტოში და უფრო მეტი სექტემბერში. პრესაში ბევრი რამ იწერებოდა თითქოს ბენიტესი აგერის გაცვლას აპირებს სხვა მოთამაშეში. რაფა ბენიტესი გამოდიოდა და აცხადებდა რომ არანაირი ბრაზი არ არის მასსა და აგერს შორის.
 
ერთი თვე შემადგენლობის მიღმა ყოფნას დანიელის ძირითად შემადგენლობაში მატჩის დაწყება მოჰყვა, მან "კარლინგის თასზე" ძირითადში დაიწყო თამაში და 90 წუთიც დაჰყო სტადიონზე. ლივერპულმა "Crewe Alexandra" დაამარცხა, ანგარიშით 2-1, დანიელმა ამ მატჩში ჯარიმაც გაიტანა. ამ ყველაფერს მარტინ შკრტელის ტრავმა მოჰყვა, და აგერი ძირითადში იწყებს თავის პირველ მატჩს პრემიერლიგაში უიგანის წინააღმდეგ. მატჩი უიგანელთა გოლით დაიწყო, მაგრამ დანიელ აგერმა ეფექტური პასი გადააწოდა ჰოლანდიელ დირკ კიუიტს რომელმაც თავის შანსი გამოიყენა და მეტოქეს გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 3:2 მერსესაიდელთა სასარგებლოდ. ამავე წელს დანიელმა მესამე გოლი გაიტანა (მანძილი 30 მეტრი) ბლექბერნის წინააღმდეგ. ლივერპუმა 4:0 იმარჯვა, დანიელმა ამ მატჩში სხვა რამითაც გამოიჩინა თავი მან ცისკენ მიუთითა ხალხს, ამით მან პატივი მიაგო ჰოლზბოროს ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანებს.
 
2009 წელს აგერმა თავისი კონტრაქტი ამოწურა და გუნდს უერთგულა, მაგრამ მან კლუბში დარჩენა მოინდომა და კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ლივერპულში 2014 წლამდე დარჩება.
 
Line 86 ⟶ 93:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|დანიელ აგერი}}
* [http://www.liverpoolfc.tv/team/first-team/player/5-daniel-agger] - ფეხბურთელის პროფილი liverpoolfc.tv-ზე]
 
{{Link GA|es}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დანიელ_აგერი“-დან