ჭადარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა/გასწორდა კატეგორია)
[[ფაილი:The platan-Tree, telavi.jpg|thumb|300px|900 წლის ჭადრის ხე თელავში]]
'''ჭადარი''' ([[ლათინური ენა|ლათ.]] Platanus), მცენარეთა გვარი [[ჭადრისებრნი|ჭადრისებრთა]] ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. სიმაღლე 50 მ, გარშემოწერილობა 18 მ აღწევს. ქერქი მომწვანო-ნაცრისფერია, ღეროს სისქეში ზრდასთან ერთად აშრევდება ხოლმე. ფოთლები თათისებრ განკვეთილია, გრძელყუნწიანი ყვავილები წვრილია, ცალსქესიანი, შეკრებილია მჭიდრო თავაკ ყვავილედად. ნაყოფი კრებადი კაკლუჭაა, მთელი ზამთარი ხეზე რჩება, გაზაფხულზე კი იშლება კაკლუჭებად.
 
ჭადარი სწრაფად მზარდი ხეა, ცოცხლობს 2000 წლამდე. ლამაზი, მსუბუქი და მაგარი [[მერქანი]] აქვს. იყენებენ სადურგლო საქმეში.