სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

2010 წლის 14 იანვარს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ''Sting in the Tail'' იქნებოდა მათი ბოლო ალბომი, ხოლო ალბომის მხარდამჭერი ტურნე - მათი ბოლო ტურნე. დოკენი აპირებდა გაეხსნა მათი ტურნე, მაგრამ უთანხმოების გამო უარი განაცხადა.<ref>{{cite web|url=http://www.the-scorpions.com/english/news/news_item.asp?NewsID=100 |title= სკორპიონსის სიახლეები - მნიშვნელოვანი შეტყობინება ჩვენს ფანებს |publisher=The-scorpions.com |date= |accessdate=2010-06-23}}</ref> სავარუდოდ, ტურნე დასრულდება 2012 წლის მიწურულს, ან 2013 წელს.
 
ჯგუფმა გამოუშვა მათი ახალი ალბომი ''Sting in the Tail'' [[2010]] წლის 14 მარტს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ხოლო 23 მარტს [[აშშ]]-ში. პირველივე დღეს 18 500-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში.
 
[[2010]] წლის 6 აპრილს სკორპიონსის წევრები მიწვეულნი იქნენ [[ჰოლივუდი]]ს [[როკის ხეივანი|როკის ხეივანში]] თითების ანაბეჭდების ცერემონიაზე,<ref name=rockwalk>[http://www.rockwalk.com/inductees/inductee.cfm?id=184 Guitar Center's Hollywood Rockwalk]. წაკითხვის თარიღი: 2010-10-28</ref> სადაც ჯგუფის წევრებმა მოათავსეს ხელები სველი ცემენტის გრძელ ფილაში. ფილა განთავსებული იქნა მიწაზე სხვა მუსიკოსთა ხელების ანაბეჭდების გვერდით როკის ხეივანში.