გულისტანის საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ar:كلستان (معاهدة)
No edit summary
ხაზი 9:
სპარსეთმა დაკარგა უფლება [[კასპიის ზღვა]]ზე ფლოტის ყოლისა. ამ უფლებით მხოლოდ რუსეთის იმპერიას შეეძლო ესარგებლა. ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდა შეთანხმება [[თავისუფალი ვაჭრობა|თავისუფალ ვაჭრობაზე]], რაც რუსეთს აძლევდა სპარსეთის ტერიტორიაზე სავაჭრო საქმიანობის შესაძლებლობას. ყველაფერ ამის სანაცვლოდ რუსეთი შეჰპირდა აბას-მირზას, რომ [[ფათ ალი შაჰი]]ს სიკვდილის შემდეგ მას დაუმტკიცებდა სპარსეთის ტახტს. ეს არ შესრულებულა, რადგანაც აბას მირზა ადრე გარდაიცვალა.
 
სპარსეთი არ შეურიგდა დანაკარგებს და [[დიდი ბრიტანეთი]]სგან წახალისებულმა დაიწყო [[რუსეთ-ირანის ომი (1826-1828)|ახალი ომი]] რუსეთის წინააღმდეგ. კავკასიაზე ირანის ბატონობა დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედიოდა რამეთუ რუსეთი კარგავდა დასაყრდენს კავკასიაში და გავლენას შავი ზღვის და კასპიის რეგიონებზე.
 
==შეფასება==
გულისტანის საზავო ხელშეკრულებას სხვადასხვანაირად აფასებენ. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის იმპერიის მიერ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] [[ანექსია]]მ დაიცვა მოსახლეობა თურქული ინტერვენციებისაგან და მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა დაამყარა. მოისპო სპარსეთის მიერ მოსახლეობის გამაჰმადანების პროცესი,აგრეთვე ხარკის სახით ყოველწლიური როგორც ცოცხალი ძალის გაყვანა საქართველოდან,განსაკუთრებით მდედრობითი სქესის,რომელიც გამოუსწორებელ დაღს ასვამდა ქვეყანას,ასევე მატერიალური დოვლათის.
ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით ამიერკავკასიის ხალხებს არ მიეცათ [[ხალხთა თვითგამორკვევა|თვითგამორკვევის]] საშუალება და ძალით იქნენ შეყვანილნი რუსეთის მმართველობის ქვეშ. ეს განსაკუთრებით ეხება ამიერკავკასიაში მცხოვრებ [[შიიზმი|შიიტებს]], რომელთაც სპარსეთტან ძლიერი კულტურული კავშირები ჰქონდათ. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ თვითგამორკვევის უფლება [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს პერიოდში არ არსებობდა და ასევე ვერ იარსებებდა ის მე-19 საუკუნის დასაწყისის [[აზია]]ში.
 
დღეს [[ირანი]] გულისტანის ხელშეკრულებას [[ტურქმანჩაის საზავო ხელშეკრულება]]სთან ერთად მიიჩნევს დამამცირებლად, ხოლო [[ფათ ალი შაჰი]] ამის გამო მიჩნეულია სპარსეთის ყველაზე უუნარო მმართველად.