ბეტმენი და რობინი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კინოფილმი | სახელი =ბეტმენი და რობინი | მშობსახელი =...
 
No edit summary
ხაზი 40:
'''ბეტმენი და რობინი''' ({{lang-en|Batman & Robin}}) — რეჟისორ [[ჯოელ შუმახერი]]ს [[1997]] წლის ფილმი. იგი ეფუძნება [[ბობ კეინი]]ს მიერ შექმნილი [[ბეტმენი]]ს ისტორიებს. ფილმის სცენარის ავტორია [[აკივა გოლდსმენი]]. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ: [[არნოლდ შვარცენეგერი]] ([[მისტერ ფრიზი|დოქტორ ვიქტორ ფრიზი / მისტერ ფრიზი]]), [[ჯორჯ კლუნი]] ([[ბეტმენი|ბრიუს უეინი / ბეტმენი]]), [[კრის ო'დონელი]] ([[დიკ გრეისონი|დიკ გრეისონი / რობინი]]), [[უმა თურმანი]] ([[შხამიანი სურო (კომიქსი)|დოქტორ პამელა აილი / შხამიანი სურო]]) და [[ალისია სილვერსტოუნი]] ([[ბარბარა გორდონი|ბარბარა უილსონი]] / [[ბეტგერლი]]).
 
ფილმის წარმოება დაიწყო წინა ფილმის, „[[ბეტმენი სამუდამოდ]]“ შემდეგ. Warner Bros.-მა ფილმი 1997 წლის ივნისში გამოსაშვებად დაგეგმა. შუმახერმა და გოლდსმენმა მომავალი ფილმის სიუჟეტი შეიმუშავეს ფილმზე „[[მკვლელობის დრო (ფილმი)|მკვლელობის დრო]]“ მუშაობისას. გადაღებები დაიწყო 1996 წლის სექტემბერში და 1997 წლის იანვარში დასრულდა, გადაღებების საბოლოოსაბოლოოდ დასრულების ვადამდე 2 კვირით ადრე.
 
ფილმი 1997 წლის 20 ივნისს გამოვიდა და ნეგატიური შეფასებები მიიღო. მიმომხილველებმა არ მოიწონეს მისი ფერადი, უფრო მხიარული ატმოსფერო და მასში ჰომოსექსუალური თემატიკის არსებობის ვარაუდიც გამოხატეს. ფილმი წარდგენილი იქნა [[ოქროს ჟოლოს დაჯილდოება|ოქროს ჟოლოზე]]ზე, რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის - წლის ყველაზე ცუდი ფილმის. ამის შემდეგ Warner Bros.-მა შეწყვიტა „[[ბეტმენი ფილმებში#ტრიუმფანტი ბეტმენი|ტრიუმფანტი ბეტმენის]]“, შემდეგი ფილმის წარმოება. ბეტმენის შესახებ ფილმების გადაღება გაგრძელდა 2005 წელს, [[კრისტოფერ ნოლანი]]ს ფილმით „[[ბეტმენი: დასაწყისი]]“. გარდა ფილმისა, „ოქროს ჟოლოს“ ნომინაცია დაიმსახურა სიმღერამ „[[The End Is the Beginning Is the End]]“, ჯგუფ [[The Smashing Pumpkins]]-ის შესრულებით. ამავე სიმღერამ „[[გრემი (ჯილდო)|გრემის]]“ 40-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მძიმე-როკ შესრულებისათვის პრიზი მიიღო.