ბეტმენი: დასაწყისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
}}
 
'''ბეტმენი: დასაწყისი''' ({{lang-en|Batman Begins}}) — რეჟისორ [[კრისტოფერ ნოლანი]]ს 2005 წლის ფილმი. იგი ეფუძნება კომპანიის [[DC Comics]] პერსონაჟ [[ბეტმენი]]ს ისტორიებს. ფილმში მონაწილეობენ: [[კრისტიან ბეილი]], [[მაიკლ კეინი]], [[გერი ოლდმენი]], [[ლაიემ ნისონი]], [[კეტი ჰოლმსი]], [[კილიენ მერფი]], [[მორგან ფრიმენი]], [[ტომ უილკინსონი]] და [[რუტგერ ჰაუერი]].
 
ფილმის სიუჟეტი ძირითადად წარმოადგენს ბეტმენზე ფილმების სერიის ერთგვარ გადატვირთვას. მას შემდეგ, რაც ფილმი ''[[ბეტმენი და რობინი (ფილმი)|ბეტმენი და რობინი]]'' წარუმატებელი გამოდგა, 2003 წელს ნოლანმა და გოიერმა დაიწყეს ახალ სცენარზე მუშაობა, რომელსაც უფრო რეალისტური ტონი ექნებოდა, ჰუმანურ საკითხებსა და რეალიზმზე ყურადღების გამახვილებით. ამოცანას წარმოადგენდა მაყურებლის მხრიდან როგორც ბეტმენისადმი, ასევე მისი რეალური მხარის, ბრიუს უეინისადმი თანარგძნობის გამოწვევა. ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იქნა ინგლისსა და ჩიკაგოში. გადაღებებისას გამოიყენებოდა როგორც ტრიუკები, ასევე ობიექტების გადიდებული მოდელები. მინიმალური რაოდენობით იქნა ინტეგრირებული კომპიუტერული გრაფიკა. ფილმისათვის სპეციალურად შეიქმნა ახალი [[ბეტმობილი]] და ბეტმენის ახალი ჩაცმულობა.