ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: მთელს მსოფლიოში → მთელ მსოფლიოში using AWB
(r2.7.3) (ბოტის დამატება: zh-classical:蔣中正)
(clean up, replaced: მთელს მსოფლიოში → მთელ მსოფლიოში using AWB)
აშშ-ს ადმინისტრაციაც ცდილობდა შორს ყოფილიყო ჩან კაი-შისგან, ტაივანის მთავრობის აღსასრული თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩან კაი-ში არ ყრის ფარ-ხმალს და დაუშრეტელი ენერგიით ამზადებს კუნძულს თავდასხმის მოსაგერიებლად. კუნძულზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, გომინდანის გარდა აკრძალულია ყველა სხვა პარტიის საქმიანობა, შეჩერებულია კონტიტუციის მოქმედება, გაუქმებულია გაფიცვებისა და შეკრებების უფლება. [[ძაინ ძინ-გო]] დანიშნულია თვდაცის სამინისტროს პოლიტიკური სამმართველოს უფროსად და ატარებს მეტად სერიოზულ სააგიტაციო მუშაობას ჯარსა და მოსახლეობაში, მათი სულისკვეთების ასამაღლებლად,რაშიც დიდ წარმატებას აღწევს. ხალხი რწმუნდება, რომ ტაივანი გადარჩება, თუ ყველანი ერთი იდეით შეკავშირდებიან.
 
1950 წლის 25 ივნისს [[ჩრდილოეთ კორეა|ჩრდილოეთ კორეის]] შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს [[38-ე პარალელი]] და დაიწყეს შეტევა [[სამხრეთ კორეა|სამხრეთ კორეის]] წინააღმდეგ. კომუნისტური რევოლუციის ექსპორტი გაგრძელდა, მაგრამ ამჯერად უშედეგოდ. 1950-1953 წლების განმავლობაში გრძელდებოდა კორეის ომი, რომელშიც სამხრეთელების მხარეს იბრძოდნენ სანახევროდ ამერიკელებით დაკომპლექტებული გაეროს ჯარები, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს ჩინელი ”მოხალისეები” და გადაცმული საბჭოთა ჯარისკაცები. სისლისმღვრელი ომი დასრულდა 1953 წლის 27 ივლისის ზავით, რომელმაც კვლავ დააფიქსირა ორი კორეული სახელმწიფოს არსებობა. კორეის ომმა შეცვალა აგრეთვე აშშ-ს დამოკიდებულება ტაივანის მაიმართ. ”გამოირკვა”, რომ აშშ-ს ომის შემდგომი პოლიტიკა შორეულ აღმოსავლეთში არასწორი იყო. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება ”ჩინეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა გახდეს აშშ-ს მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკა. პრეზიდენტი ჩან კაი-ში იყო და არის აზიის გამოჩენილი ანტიკომუნისტური ლიდერი. ჩვენი მტერი აზიაში და მთელსმთელ მსოფლიოში იდენტიფიცირებული უნდა იქნას რუსულ კომუნიზმთან. ჩან კაი-შიმ დაკარგა ჩინეთი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ მიიღო საკმარისი მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ამერიკისგან და არა სახვა რაიმე მიზეზის გამო”.
 
კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმენმა გასცა ბრძანება მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და ტაივანის გარეშე აგრესიისგან დაცვის შესახებ. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა გამინდანის ხელისუფლებასთან და დადო მასთან ე, წ. ურთიერთუშიშროების ხელშეკრულება, რომლის თანახმად აიღო ვალდებულება დაიცვას ტაივანი და სხვა კუნძულები, რომლებზეც ჩრ-ის იურისდიქცია ვრცელება.
 
{{Link GA|zh}}
 
[[af:Tsjiang Kai-sjek]]
[[ar:شيانج كاي شيك]]